დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. 1 მლრდ-ზე მეტი მოგება 6 თვეში - ახალი რეკორდი ქართულ საბანკო სექტორში
კომერციული ბანკების მოგებამ 2021 წლის იანვარ-ივნისში 1.060 მლრდ შეადგინა, რაც აბსოლუტური რეკორდია. 1 მლრდ-იან ნიშნულთან საბანკო სექტორი ყველაზე ახლოს 2019 წელს იდგა, როდესაც 12 თვეში მოგებამ 953 მლნ-ს მიაღწია. გასულ წელს კი 9.5-ჯერ 99 მლნ-მდე შემცირდა.
2. შესყიდვების სააგენტოს შავი სია - კომპანიამ ტენდერი მოიგო, შემდეგ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებზე მორგებული პირობები, გამქრალი კომპანიები და სამართლებრივი დავები - „კომერსანტი“ აგრძელებს მუშაობას საქართველოსთვის კარგად ნაცნობ იმ პრობლემაზე, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვები ჰქვია.
3. სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი საქართველოში
აჭარის ზღვის აკვატორიაში ჩატარებული კვლევებით, ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ აჭარის ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსმა გურანდა ბაგრატიონმა უთხრა.
4. თბილისის ურბანულ მიწებზე ფასიც და მოთხოვნაც რეკორდულად გაიზარდა
თბილისის შემოგარენში არასასოფლო დანიშნულების მიწებზე ფასმა 100-150%-ით მოიმატა.
5. მიგრაციის სალდო დადებითია – პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში
საქართველოში პანდემიის მძიმე ფონზე მიგრაცია გამონაკლისია, სადაც შედეგი ცალსახად დადებითია.
6. ელექტრონული კომერციის სექტორი 2020–ში 3,2–ჯერ გაიზარდა
COVID-19 პანდემიის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც ადგილობრივი ბაზრის ზომა წლიურად 3.2-ჯერ, 138 მლნ ლარამდე გაიზარდა 2020 წელს.
7. GEORGIAN AIRWAYS CARGO კიევსა და ბუდაპეშტში ტვირთების ავიაგადაზიდვას იწყებს
Georgian Airways Cargo სატვირთო გადაზიდვებს მიმდინარე წლის აპრილიდან ჩინეთის მიმართულებით ახორციელებს. გადაზიდვები წარმოებს ლონდონის და თელ-ავივის მიმათულებითაც.
8. KTW 2028 წლიდან ღვინოს მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნით დააყენებს
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ბაზრიდან ყურძნის შესყიდვას 2028 წლამდე გეგმავს, იმ დროისათვის კი, კომპანია მოთხოვნას სრულად საკუთარი ვენახებიდან მიღებული მოსავლით დაიკმაყოფილებს.
9. ექსპერტები ბიტკოინის პერსპექტივის ანალიტიკურ პროგნოზს აკეთებენ
ბიტკოინის კურსი 20–21 ივლისის ღამეს 30 000–დოლარიან ფსიქოლოგიურ ზღვარს ჩამოსცდა და დღე-ღამის მანძილზე 7%-ით, 29 580 დოლარამდე გაიაფდა.
10. გაკოტრების პირას მყოფმა “ბარსელონამ“ H&M-თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა
ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ტანსაცმლის შვედურ მწარმოებელთან H&M-თან 3 მლნ ევროს ღირებულების სასპონსორო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.