დღის ტოპ 10 საინტერესეო ამბავი

დღის ტოპ 10 საინტერესეო ამბავი

access_time2022-02-07 21:00:56

დღის ტოპ 10 საინტერესეო სიახლე


1. პურის ფასს ვერც ლარის გამყარება უშველის

ლარის გამყარების ბოლოდროინდელ ტენდენციას როგორც ხორბლის, ასვე ფქვილის იმპორტისთვის გავლენა არ მოუხდენია. რა მაჩვენებლემდეც არ უნდა გამყარდეს ლარი, პურის ფასს  ვერ შეამცირებს, თუმცა გაძვირებასთან დაკავშირებულ ეჭვს საბოლოოდ გააქარწყლებს. ხორბლის იმპორტიორები პრობლემად იმპორტის მაღალ გადასახადს მიიჩნევენ, პურის მწარმოებლები - გაზრდილ ხარჯს და ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტი აქვს. 




2. IDS Borjomi-მა 2020 წელი $64 მილიონიანი ზარალით დაასრულა

ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა კომპანიამ IDS Borjomi-მა პანდემიური 2020 წელი 64 მლნ დოლარის ზარალით დაასრულა. როგორც კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 15%-ით შემცირდა.




3. ტურისტულ სექტორს პანდემიამდელ მაჩვენებელთან გათანაბრება 2022 წელსაც გაუჭირდება

იანვარში საქართველოს 199 ათასი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, მათგან 164 ათასი ტურისტად კლასიფიცირდა. თუ მონაცემებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს შევადარებთ, 425-470 პროცენტიან ზრდას მივიღებთ, 2019 წლის იანვართან შედარებით 47-62 პროცენტიანი კლება ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია, ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 50%-ით ჯერ კიდევ ვერ აღდგა.



4. 2.9430 - ლარი პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ლარმა ახალი კვირაც გამყარებით დაიწყო. Bloomberg-ის პლატფორმაზე 7 თებერვალს, თბილისის დროით 12:00 სთ-ისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9430-ს გაუთანაბრდა, რაც 2020 წლის 13 მარტის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. კურსი 23 თვის წინანდელ მაჩვენებელს იმ პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა, როდესაც პანდემია 2 დღის გამოცხადებული იყო.





5. ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1 კვირაში საქართველოს ბანკის აქციების ფასი დაეცა, ხოლო თიბისი ბანკის გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.836 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 30 მლნ-ით მეტი. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, შემცირებულია მხოლოდ საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი.



6. ყვავილების ბიზნესისთვის 2022 წელიც პრობლემური იქნება

covid-19-ის გავრცელებამ საქართველოში ყვავილების ბიზნესს პრობლემა ყველაზე მეტად შეუქმნა. როგორც ყვავილების მაღაზიების წარმომადგენლები ,,კომერსანტთან“  ამბობენ, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფასები გაორმაგებულია, რამაც რეალიზაცია მკვეთრად შეამცირა. საფასო ცვლილება ბაზარზე ლოგისტიკის გაძვირებას უკავშირდება. ქართველი მეწარმეების ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ 2022 წელს ყვავილების ბიზნესი ტრენდული ვერ იქნება.




7. რატომ მყარდება ლარი და როდემდე შენარჩუნდება არსებული დინამიკა - ექსპერტების პროგნოზები

ერთ თვეზე მეტია, ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 7 თებერვლისთვის განსაზრვული კურსით, 1 აშშ დოლარი 2.9867 ლარი ღირს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დოლარი ამ დროისთვის 2.9300 ლარი ღირს, რაც 2020 წლის ზაფხულის შემდეგ ლარის ყველაზე მყარი კურსია .




8. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია - დამწვარია 1000 -1500 კვადარტული მეტრის ფართობი

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრი სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.




9. ლარის გამყარების მიუხედავად, პროდუქცია არ გაიაფდება - საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია

“უახლოესი პერიოდი პროდუქტებზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ. უახლოესი სამი თვის განმავლობაში არაფერი არ იქნება“- ასე ეხმაურება დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ,,ბიზნესპრესნიუსთან ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას




10. გიორგი ცუცქირიძე: რუსეთის მისწრაფებამ გავლენის სფეროს აღდგენასთან დაკავშირებით სრული კრახი განიცადა

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე რუსეთ-უკრაინის დაძაბულ ურთიერთობასა და რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის მისწრაფება გამხდარიყო მესამე ცენტრი, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ სრული კრახით დასრულდა. ცუცქირიძის მტკიცებით უკრაინაში ინტერვენციის საფრთხემ გადაიარა. 











თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up