დღის TOP-10 საინტერესო ამბავი
1. ვინ იბრძოლებს მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. კომერსანტი გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ვინ „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ.
2. სახელმწიფო ცუდი მენეჯერია - ონკოლოგიური კლინიკა უვადოდ დაიხურა
ონკოლოგიური კლინიკა, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ დაიხურა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, ოფიციალური მიზეზი საავადმყოფოს რეაბილიტაციაა. კლინიკაში დასაქმებული 200- ზე მეტი ადამიანი, რომელთაც 11 თვეა ხელფასი არ მიუღიათ სამსახურიდან დაითხოვეს, მათთან ახლა მემორანდუმები ფორმდება.
3. სამშენებლო ბიზნესიდან პოლიტიკაში - ბეჟან წაქაძე ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატია
ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯი გრუპის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გუნდს წარმოადგენს. ბიზნესმენი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში მმართველ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია.
რატომ გადაწყვიტა პროფესიით ფინანსისტმა და სამშენებლო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენმა პოლიტიკაში წასვლა?
4. კახაბერ ცისკარიძემ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის შოურუმი გახსნა
კახაბერ ცისკარიძე საკუთარი დიზაინით ტანსაცმელს უკვე სამი წელია კერავს, თუმცა ივლისის დასაწყისში მომღერალმა ბათუმში Kakhaberi Clothing-ის ბრენდის შოურუმი გახსნა. შოურუმი ტრანსფორმირებადი სივრცეა, სადაც ეწყობა მუსიკალური ღონისძიებებიც და გაიმართება ფერწერული გამოფენებიც.
5. მთავრობამ ქორწილები და ქელეხები დაუშვა - დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.
6. Wizz Air-ი პარიზის მიმართულებით სპეცრეისს ქუთაისის ნაცვლად თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი პარიზიდან სპეცრეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად თბილისის მიმართულებით განახორციელებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ის მიერ გამოქვეყნებული განრიგიდან ირკვევა, Wizz Air-ი პარიზი-თბილისის რეისს 22 ივლისს განახორციელებს, ხოლო თბილისი-პარიზის მიმართულებაზე ფრენას ავიაკომპანია 23 ივლისს შეასრულებს.
7. კვლავაც სისტემა აგებულია მორჩილებაზე და არა მომავლის ხედვაზე - გია ხუხაშვილი
„ადრე იყო ასეთი რუბრიკა - „ესენი ვინ არიან?“ - ანუ პოლიტიკოსებში 3-4 გვარის გარდა არავინ არავის არაფერს ეუბნება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი ათეულობით წლების მანძილზე პოლიტიკოსებად იწოდებოდნენ, - ასე აფასებს პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს წარდგენილი კანდიდატების სიას.
8. გაფართოებული მანდატის მქონე შრომის ინსპექციას ბიზნესი მომზადებული კადრებით უნდა დახვდეს - ევროპული ბიზნესასოციაცია გადამზადების პროგრამების შეჩერებაზე საუბრობს
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ჰყავდეს 1 ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური“, თუმცა, დღესდღეობით იმ სასწავლო ორგანიზაციებს, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა გადამზადების პროგრამას ახორციელებენ, უკვე მეექვსე თვეა შეჩერებული აქვთ ეს საქმიანობა და სასწავლებლები მოლოდინის რეჟიმში არიან. ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ გადამზადების პროგრამების შეჩერების საკითხი პრობლემურია.
9. შვეიცარიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შვეიცარიაში შესვლის უფლება მისცა
დღეს ძალაში შევიდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.
10. Bloomberg: რუსულ ელიტას კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომა აქვს
რუს მაღალჩინოსნებს და ტოპ-მენეჯერებს რუსეთის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული ექსპერიმენტალურ ვაქცინასთან წვდომა ჯერ კიდევ აპრილში ჰქონდათ. სააგენტოს ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით, ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო. წყაროს ცნობით, ეს ინფორმაცია დაიმალა მსურველთა დიდი ნაკადის თავიდან არიდების მიზნით.