დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

access_time2021-05-19 21:00:26

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. მერიის პროექტები მსხვილი დეველოპერებისთვის მიმზიდველი არ არის - ვინ აშენებს დაზარალებულებისთვის თბილისში ბინებს

 

 

2016 წლიდან დღემდე თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა, პროექტის გათვალისწინებით უახლოეს მომავალში  საცხოვრებელი ფართი დამატებით 1177 პირს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ პროექტი კვლავ გრძელდება და დედაქალაქის მთავრობა კონკრეტული ტერიტორიების მოძიებას ისევ აგრძელებს.

 

 

2. პანდემიურ წელს საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 12,7%-ით, ხოლო საექსპორტო თვითღირებულება 10%-ით შემცირდა

 

 

2020 წელს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი და ერთეულის საექსპორტო ღირებულება შემცირდა. თუ პანდემიამდე, 2019 წელს საქართველომ 221,176.1 ათასი ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტით 133,506.4 ათასი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2020 წელს ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 116,584.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (213,156.7 ათასი ლიტრი). შესაბამისად, ერთეულის საექსპორტო ღირებულება 0,60 დოლარიდან 0,54-მდე შემცირდა.

 

 

3. იანვარ-აპრილში ჩინეთში ექსპორტი 53%-ით $199 მლნ-მდე გაიზარდა

 

 

იანვარ-აპრილში  ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $1.199 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც 2019 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებითაც 5.4%-ით მეტია. მხოლოდ აპრილში ექსპორტი გასული წლის 28%-იანი ვარდნის ფონზე 70%-ით გაიზარდა.


 

4. რატომ იხდის პენსიონერი სესხზე მაღალ პროცენტს და როდის იგეგმება საპროცენტო განაკვეთის შემცირება?

 


 

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 783,7 ათასი ასაკით პენსიონერია და თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 30%-ს აჭარბებს. პენსიონერებისთვის მაღალპროცენტიანი სესხის გაცემა კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, სოციალურ ქსელშიც უამრავი მაგალითი ქვეყნდება თუ როგორ უწევთ წლების განმავლობაში პენსიონერებს სესხის პროცენტის დაფარვა.

 

 

5. 2021 წლის პირველ 4 თვეში საქართველომ უფრო მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე 2020 წელს მთლიანად

 

 

ელექტროენერგიის იმპორტმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1.697 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 118%-ით, მთელი 2020 წლის ჯამურ მაჩვენებელს კი 5.4%-ით აღემატება. ამ მოცულობის ელექტროენერგია საქართველოს არცერთ  ცალკე აღებულ წელს არ უყიდა. იმპორტის მკვეთრი მატება ერთის მხრივ ენგურჰესის სარეაბილიტაციოდ 3 თვით გაჩერებამ და მეორეს მხრივ აფხაზეთში გაზრდილმა კრიპტომაინინგმა განაპირობა.

 

 

6. IDS ბორჯომი ქარხნების მუშაობას აჩერებს

 

 

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აქტივისტების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით ქარხნების მუშაობას აჩერებს, - ამის შესახებ კომპანიის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


 

7. იანვარ-აპრილში თხილის ექსპორტი გაორმაგდა

 

 

 

სამწლიანი ჩავარდნის შემდეგ, მეორე წელია თხილის ექსპორტი ზრდას განაგრძობს. იანვარ-აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ $31 მლნ-ის თხილი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 109%-ით აღემატება. თხილის წილი ექსპორტში 1.5%-დან 2.5%-მდე გაიზარდა.

 

 

8. „გერმანიაში დასაქმებულების პირობების გაუმჯობესებისათვის კონკრეტული ზომები იქნა მიღებული“ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

 

 

„ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან“- ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რითაც სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქის უმძიმეს სამუშაო პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.

 

 

9. გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მშენებლობაზე საბოლოო ნებართვა გასცა


 

„გერმანიის ნაოსნობის და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ ქვეყნის ეკონომიკურ ზონაში რუსულ გაზსადენების „ჩრდილოეთ ნაკადი 2- ის“-ის მშენებლობის საბოლოო ნებართვა გასცა“ - ნათქვამია რეგულატორის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

 

10. როგორ შეუძლია ამერიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნების შეცვლა?

 

 

1991 წელს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ 15 ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სხვადასხვა გზით წავიდა. ზოგიერთმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროგრესს მიაღწია, ზოგის საქმეები ძალიან ცუდად მიდის, ზოგში კი ვითარება არაერთგვაროვანია.მათ ყველას დასავლეთი განვითარებაში და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებაში ეხმარებოდა.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up