დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-18 21:00:36

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. არის თუ არა კოვიდსასტუმროები ვირუსით ინფიცირების ერთ-ერთი წყარო

საქართველოს მთავრობის არც ერთ წევრს განცხადება არ გაუკეთებია იმ საფრთხეებზე, რომელიც „განსაკუთრებული მოთხოვნების“ არ მქონე კოვიდ სასტუმროებშია. ინფექციურ დაავადებაზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვენლოვანი საკითხი სამედიცინო ნარჩენებია.

 

2. ბანკებზე მორგებული რეგულაციები, ლობიზმი და უკონკურენტობა - რატომ უჭირავს ფინანსური ბაზრის 94,52% საბანკო სექტორს

საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკები საფინანსო სექტორის მონოპოლისტები არიან, რადგან არსებული რეგულაციებიც მათზეა მორგებული და ლობისტებიც ჰყავთ.

 

3. 2016-2020 წლებში ჩატარებული ტენდერების 33% გამარტივებული წესით ჩატარდა - პირველ ადგილზე ჩინური საინჟინრო კორპორაციაა

2016 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე სახელმწიფომ სულ 13.695 მლრდ ლარის ტენდერი გამოაცხადა, რომლის 33%-იც გამარტივებული წესით ჩატარდა. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაზე დაყრდნობით ანალიტიკური პორტალი bihub.ge ავრცელებს.

 

4. რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი რთულდება - ექმნებათ თუ არა პრობლემა ქართულ კომპანიებს

რუსეთში ხორბლის ექსპორტიორებს პრობლემები ექმნებათ. როგორც რუსული „კომერსანტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საბაჟო სამსახურმა ტვირთების შემოწმების ვადა 10-დღემდე გაზარდა.


 

5. Fitch-მა სილქნეტს რეიტინგი შეუმცირა

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა სილქნეტის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) ‘B+’ - დან ‘B’-მდე შეუმცირა, სტაბილური პროგნოზით.

 

6. გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

7. „ბაიას ღვინო“ წარმოებას აფართოებს და ახალი სახეობების ღვინოების დამატებას გეგმავს

„ბაიას ღვინის“ დამფუძნებელი ბაია აბულაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ „ბაიას ღვინო“ წარმოებას აფართოებს და მალე ახალი იმერული ჯიშებით, ახალი სახეობების ღვინის წარმოება დაიწყება.

 

8. საკმაოდ ვრცელია ზომების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული, თუ გადაწყდა, რომ 24 დეკემბერს მაღაზიები იხსნება

საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები შეიძლება იყოს მიღებული იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24 დეკემბერს მაღაზიები იხსნება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

9. კვლევის მიხედვით, Libre-მ და Fresco-მ  Agrohub-სა და Carfour-ს გადაუსწრო - EastFruit-ის რეიტინგები

საიტმა EastFruit.com მორიგი კვლევა ჩაატარა, რომელიც თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის განყოფილებების მდგომარეობას შეეხებოდა. მსგავსი კვლევა 2019 წლის ნოემბერშიც ჩატარდა , ამჟამინდელი კვლევის მიზანი იყო შედეგების შედარება და დინამიკაზე დაკვირვება.

 

10. Financial Times: დოლარის კრახის მოლოდინი აბსურდულია

დღეს მსოფლიოში მოდაშია დოლარის გარდაუვალ კრახთან დაკავშირებული აპოკალიპტური პროგნოზები. ბოლო თვეებში ამერიკული ვალუტის ინდექსი 10%-ით დაეცა და ეკონომისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. მეტიც, ზოგიერთი ეკონომისტი 2021 წელს დოლარის კურსის 20%-იან ვარდნას წინასწარმეტყველებს.

 


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up