დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:
2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს. 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა.
„კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაცია, მარნეულში სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის არა მიზნობრივად გამოყენების შესახებ დადასტურდა. რამდენიმე დღის წინ მედიაჰოლდინგი გიყვებოდათ, რომ 15 683 კვ. მეტრზე სიმინდის ყანების, კომბოსტოს პლანტაციების, ან სულაც კარტოფილის ნათესები ნაცვლად ტირ პარკი - „მწვანე“ ფუნქციონირებდა. სანდო წყარო გვიყვებოდა, რომ ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობამ შ.პ.ს. „მწვანეს“ მწვანე შუქი აუნთეს და ბიზნესსაქმიანობის უხეში კანონდარღვევით დაწყების უფლება მისცეს. მას შემდეგ, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული ფაქტის შესახებ „კომერსანტისგან“ გაიგო, უწყებამ საკითხის მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც დაადგინა, რომ სახნავ-სათესი მიწა, არამიზნობრივი დანიშნულებით გამოიყენება
2020 წლის იანვარ-ოქტომბერში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 16 521 საჩივარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,8%-ით მეტია. 2019 წლის 10 თვეში სებ-ში ბანკებზე 11 101 საჩივარი დაიწერა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს საწარმოების კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას, კომერციული მიზნების პრიორიტეტიზაციასა და სტრატეგიულ მიზნებსა და საწარმოთა ფლობის რაციონალურობას.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით ნაკლებია. წინასწარ შედეგებს „საქსტატი“ ავრცელებს.
რა პოლიტიკა გექნებათ, როდესაც დაიწყება პანდემიის უარყოფითი ეფექტების შესუსტება, ბიზნესების და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით? - ამ კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მიმართა.
7. ივანე მაჭავარიანი - სტერეოტიპი, რომ საქართველო პატარაა და საფონდო ბირჟა არ სჭირდება დასამსხვრევია
ივანე მაჭავარიანი ფიქრობს, ის სტერეოტიპი, რომ საქართველო პატარაა და საფონდო ბირჟა არ სჭირდება დასამსხვრევია. მისი თქმით, ბონდებით ვაჭრობისთვის მოედანი უკვე მომზადებულია, კანონმდებლობა გამართულია. კაპიტალზე მოგება არ იბეგრება. აღნიშნა, რომ ჩარჩოს მცირე კომპონენტები აკლია. მისი თქმით, ბაზრის რეფორმა ყველამ საპენსიო რეფორმის ნაწილად უნდა აღიქვას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით,მომავალ წელს დაგეგმილი 4.3%-იანი ეკონიმიკურ ზრდა პესიმისტურია და დარწმუნებულია, რომ მეტი იქნება. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მან ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას მიმართა და უთხრა, რომ 100 საინვესტიციო შეთავაზება პროექტს“ ფარგლებში, 124 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ძალიან ცოტაა.
9. El País: მასშტაბურმა სპეცოპერაციამ „რუსული სამოთხე“ დაანგრია
14 დეკემბერს ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვინმე ალექსეი შიროკოვის ვილას ქალაქ ალიკანტეს ერთ-ერთი ელიტურ რაიონში მიაკითხა და ის, მეუღლესთან ერთად დააპატიმრა.
10. კორონავირუსის ახალმა შტამმა ბრიტანეთი პანიკაში ჩააგდო
სავარაუდოდ კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთში ჯერ კიდევ სექტემბერში გაჩნდა, თუმცა, აქტიური გავრცელება მხოლოდ ნოემბერს შუა რიცხვებში დაიწყო - ნათქვამია ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განცხადებაში.