დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1.პანდემიის შემდეგ კერძო სახლებზე მოთხოვნამ იმატა - რა ტენდენციებია უძრავი ქონების სააგენტოებში
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მოთხოვნა ასევე ისეთი ტიპის მიწებზე გაიზარდა, სადაც უბნური განვითარება მოიაზრება, როგორც ასათიანი აღნიშნავს ადამიანები ცენტრიდან გასვლაზე და არა ურბანულ განვითარებაზე, არამედ ურბანულ ადგილას უბნის განვითარებაზე დაფიქრდნენ.
2.ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა
2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა.
3.ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი
6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შედარებით დაბალშემოსავლიან სეგმენტზე უფრო მეტია კრიზისის დარტყმა, ვიდრე იმ სეგმენტზე ვინც იპოთეკური დაკრედიტებით სარგებლობს.
4.Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
5.ხილის დაკრეფიდან ჩირის წარმოებამდე - პირველი საწარმოო ტურიზმი გურიაში (ფოტოები)
სოფლისა და მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვის „სკიჯის სახლი“ უკვე ერთი თვეა რაც გაიხსნა.
6.საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო.
7.„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია.
8.საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში.
9. რუსეთთან საზღვრის გახსნა აფხაზეთის მოსახლეობის დაინფიცირების რისკს მკვეთრად გაზრდის
აფხაზეთის ოპერატიული შტაბის წევრებმა და მედიკოსებმა რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალხაზ კონჯარიამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ საზღვრის გახსნამდე აფხაზეთში კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა.
10. TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ.