დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:
1. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად შემცირდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6.1 პროცენტით განისაზღვრა.
2. 1 თებერვლიდან ფრენები აღდგება - როგორი იქნება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის წესი
1-ელი თებერვლიდან რეგულარული რეისების აღდგენასთან ერთად, მარტივდება საქართველოში შემოსვლის რეჟიმიც.
3. საქართველომ დავოსის ფორუმით ინვესტორების მოზიდვის შანსები კიდევ ერთხელ დაკარგა
დავოსის ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2021 წელს პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ესაა მსოფლიო პლატფორმა, რომელიც 50 წელზე მეტია საშუალებას აძლევს მსოფლიო ლიდერებსა და მსხვილ კომპანიებს აზრთა მიმოცვლისა და კავშირების დამყარებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ნაბიჯები გადადგან ქვეყნისთვის.
4. 1-ლი თებერვლიდან ლარის კურსი BMATCH-ის გარიგებებით განისაზღვრება
2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
5. „ჩაის გვპარავენ, ადამიანური პირობები არ გვაქვს - გლოვოს ათეულობით კურიერმა კომპანიის ოფისთან აქცია გამართა
კომპანია „გლოვოს“ კურიერებმა აქცია გამართეს და შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ.
6. ლევან სილაგავა: აპრილიდან ფქვილზე სუბსიდირების საჭიროება აღარ იქნება
მსოფლიო ბაზარზე დაბალმოსავლიანობის გამო ხორბლის ფასი სექტემბრიდან დღემდე 30%-ზე მეტით გაიზარდა. საქართველოში 1 ტონა იმპორტირებული ხორბლის ღირებულებამ გადასახადებისა და ტრანსპორტირების ჩათვლით $300-ს მიაღწია.
7.„ქარი- თბილისში ელექტრო მოპედების გაზიარების სერვისი გამოჩნდა
რამდენიმე დღეა, რაც ქალაქში მოპედების გაზიარების სერვისი ქარი გამოჩნდა. მოპედის დაქირავების მსურველმა მობილურში აპლიკაცია Qari უნდა ჩამოტვირთოს.
8.„ტვინების ყიდვა გვჭირდება, ეს ღვინის სამშობლოს სტატუსს არ წაგვართმევს“ - შალვა ხეცურიანი
სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ღვინის სექტორში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. შალვა ხეცურიანი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა განათლებაა.
9.Frankfurter Allgemeine: ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე მცირდება
კონფლიქტი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ გადამწყვეტ ფაზაში შედის, მაგრამ ყველაფერი არც ბალტიის ზღვაში, არც მოსკოვში, არამედ პოლიტიკოსების, ადვოკატების და გიგანტური კონცერნების ხელმძღვანელების კაბინეტებში, ვაშინგტონსა და ბერლინში დასრულდება.
10.ნიდერლანდებში შეზღუდვების წინააღმდეგ აჯანყებების სერია ძალადობაში გადაიზარდა
კარანტინის და დახურული ეკონომიკის გამო, რამდენიმეთვიანი ვირტუალური აღშფოთების შემდეგ, ბოლო დღეებში ვითარება ნიდერლანდებში დაიძაბა. მოხდა ის, რისიც დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს ყველაზე მეტად ეშინიათ - აჯანყება მკაცრი შეზღუდვების წინააღმდეგ.