დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-17 21:30:25

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„კომერსანტის“ ექსკლუზივი: საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი „ჯეო ჰოსპიტალსს“ არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი (IGG) ერთ-ერთი მსხვილი ჰოსპიტალური ქსელის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს. როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, საუბარია კონკრეტული ფაქტის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა მოდიოდეს წინააღმდეგობაში კონკურენციის შესახებ კანონთან, რაც გულისხმობს კონკრეტულ რეგიონში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, შეთანხმებულ ქმედებას ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს.


2.ზაზა მამულაშვილი Frontera Resources-ის დირექტორის თანამდებობიდან და ბორდის წევრობიდან მოხსნეს

2020 წლის აგვისტოდან ზაზა მამულაშვილი Frontera Resources Georgia-ს დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს პოზიციაზე აღარ იმყოფება. ამასთან დაკავშირებით კი, რამდენიმე სასამართლო პროცესიც გაიმართა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ინფორმაციას, კომპანიის აქციონერები ავრცელებენ.


3.მესტიაში 3 ახალი სასტუმრო იხსნება

მესტიაში 10 მილიონი ლარის ინვესტიციით სამი ახალი სასტუმრო იხსნება. სასტუმრო „გისტოლა“ - პრემიუმ კლასის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება, მეორე ესაა „ლაჰილი“ - ბუტიკური, ლოფტის სტილის სასტუმრო 25 ნომრით და მესამე სასტუმრო მესტიის ცენტრში ცენტრში - „მესტია ინნ“-ი.


4.10 ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრს 7 მოთხოვნით მიმართავს


საქართველოში მოქმედი 10 ბიზნესგაერთიანება პრემიერს 7 მოთხოვნით მიმართავს. გარდა ამისა, კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობას ვაქცინაციის პროცესში გააქტიურებას სთავაზობენ და აცხადებენ, რომ თანამშრომლობისთვის მზად არიან.


5.„შოთა ბურჯანაძე რომ დაასახელონ, არ იქნება ცუდი ვარიანტი“ - თემურ ჭყონია ბიზნესომბუდსმენის კანდიდატზე

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თვლის,რომ ბიზნესომბუდსმენის კანდიდატი ასოციაციებიდან უნდა შეირჩეს და ბიზნეს გაერთიანებებმა თავიანთი კანდიდატი დროულად უნდა წარადგინონ.


6.ბიზნესი პასუხის მოლოდინში - ბიზნეს ასოციაციებმა პრემიერს ბიზნესომბუდსმენის კანდიდატურა შესთავაზეს

საქართველოში მოქმედი 10 ბიზნესგაერთიანება პრემიერს 7 მოთხოვნით მიმართავს. გარდა ამისა, კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობას ვაქცინაციის პროცესში გააქტიურებას სთავაზობენ და აცხადებენ, რომ თანამშრომლობისთვის მზად არიან. კერძო სექტორმა 7 პუნქტიანია მიმართვა დღეს „თბილისის ცენტრალში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა.


7.„ქვევრის ინდუსტრიული წარმოება არ გვაქვს და ეს პრობლემაა“ - სომელიეთა ასოციაცია

„ქვევრის ინდუსტრიული წარმოება არ გვაქვს და ეს პრობლემაა,“ - ამის შესახებ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა გადაცემა ბიზნესპარტნიორის ოთხეულში განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ჭირს ნორმალური ქვევრის გაკეთება, რომელმაც შეიძლება დიდი ხანი გაძლოს.


8.ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.


9.РЖД-Партнер: ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა არ გაიხსნება

იანვრის დასაწყისში რუსეთის, აზერბაიჯანი და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს ქვეყნებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე განცხადება გაკეთდა. რამდენიმე დღის წინ კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საკუთარ ტერიტორიაზე არსებული რკინიგზის გახსნის სურვილის თაობაზე მიმართვა გაუგზავნა.


10.„ადრინდელი 100 ლარი ახლანდელ 142.7 ლარს უდრის“ - თემურ ბასილია ინფლაციაზე

ერთი შეხედვით, თითქოსდა ინფლაცია საქართველოში არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას; კერძოდ, მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა, მაშინ როდესაც ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ამ მონაცემმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან, თუ კარგად ჩავხედავთ ინფლაციის მდგენელებს, დავინახავთ, რომ ამ წლის ინფლაცია შესაძლოა სულაც არ ასახავდეს რეალური ინფლაციის მდგომარეობას, - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურმა მრჩეველმა თემურ ბასილიამ საქართველოში არსებული ინფლაციის ხარისხი.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up