დღის Top 10 საინტერესო ამბავი
1.„10 000 ლარიანი ჯარიმის დაწესება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია“ - შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი, 3 სასტუმრო და 2 ივენთი დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია.
2.კონდოლიზა რაისი: საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თვითონ უნდა ააშენოს
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს. ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია.
3.წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება - სებ
ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკის 5 პროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ინფლაციის პროგნოზზეც შემცირების მიმართულებით მოქმედებს.
4.სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მიხეილ ჩხენკელი
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
5.„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკაში მიმავალ გემს ჩამოართვეს
„კომერსანტმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ბეირუთის ტელევიზიის მასალა. ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ჰყავდა 2 750 ტონა „სელიტრას“ (ამონიუმის ნიტრატის) დეტონაციის გამო მოხდა, რომელიც 2014 წელს Rhosus-ის გემიდან იყო ჩამოტვირთული.
6. საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა
„როგორც ეკონომიკის მინისტრს არ შემიძლია სიხარულით არ ავღნიშნო, რომ ქუჩაში უკვე გამოჩდნენ პირველი უცხოელი ტურისტები“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
7. პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად კომპანია რესტორნების ქსელების გაფართოებასა და განვითარებას არ წყვეტს და სულ მალე დიღმის ტრასაზე, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის.
8.ქართული კომპანია „სიოს“ წარმოებული ერთჯერადი პირბადეები აზერბაიჯანში და დუბაიში გაიყიდება
ქართული კომპანია „სიო“ საქართველოში წარმოებულ ერთჯერად პირბადეებს ექსპორტზე დუბაისა და აზერბაიჯანში გაიტანს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გოგეშვილმა ესაუბრა.
9.„საპარტნიორო ფონდი“ ბორჯომი-ლიკანის სასტუმროს აუქციონზე 30 მლნ დოლარად ყიდის
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს.
10. აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს
ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ტურიზმის მინისტრის მოადგილის დათო ქაჯაიას თქმით, უწყების შესაძლებლობები შეზღუდულია. ბევრი რამ თავად მოქალაქეების თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.