დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1. „სახელმწიფო უსახლკაროების პრობლემას ვერ ხედავს“ - ქვეყანა, რომელსაც საცხოვრისის პოლიტიკა წლებია არ აქვს
ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით საქართველოს მთავრობას ჰქონდა აღებული ვალდებულება 2020 წლის დეკემბრამდე შეემუშავებინა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, თუმცა სტრატეგია ამ დრომდე შემუშავებული არ არის.
2. სესხებზე გაზრდილი და დეპოზიტებზე შემცირებული საპროცენტო განაკვეთები - როგორ გახდნენ ბანკები კრიზისის პერიოდში მომგებიანები?
2020 წელს საქართველოს საბაკო სექტორის მოგება 9.6-ჯერ 99 მლნ ლარამდე შემცირდა. კლების მიუხედავად სექტორი იყო პრაქტიკულად ერთადერთი რომელიც მოგებაზე გავიდა.
3. „შეგვიძლია ფოთს ფუნქცია დავუბრუნოთ„ - რას გულისხმობს ევროკავშირთან სამგზავრო მიმოსვლის იდეა?
ფოთის პორტი, რომელსაც წლებია ფუნქცია დაკარგული აქვს, შესაძლებელია გახდეს მთავარი დამაკავშირებელი ხიდი ევროკავშირსა და კავკასიის რეგიონს შორის და ამისთვის სწორი ლოგისტიკური კურსის აღება დღეს ისეთი სასიცოცხლოა, როგორც არასდროს.
4.„ახალბედა სექტორი, რომელიც 10 წელია ყალიბდება, დიალოგის არარსებობის გამო დაზარალდა„ - გასართობი ცენტრების ასოციაცია
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენს სექტორსა და სახელმწიფოს შორის სწორი კომუნიკაცია არ ყოფილა, 50-60 გასართობი ცენტრი გაკოტრდა და დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3000-მდე ადამიანი, მათ შორის სტუდენტები უმუშევრები დარჩნენ“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა ისაუბრა.
5.საავიაციო ინდუსტრია კრიზისამდელ დონეს 2024 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება-IATA
. საავიაციო ინდუსტრია კრიზისამდელ დონეს 2024 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება, – განაცხადა საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) საგარეო ურთიერთობათა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა სებასტიან მიკოსმა.
6. „კოვიდამდე პერიოდში ასეთი მომართვიანობა არასოდეს ყოფილა„- ოქტოპუს ფიტნეს კლუბი
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ ყველა ფილიალი გაიხსნა. კომპანიის დირექტორი გიორგი ასათიანი მუშაობის განახლებას აფასებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა.
7.მცხეთაში მრავალფუნქციური ქალაქი და ღვინის მუზეუმი შენდება (ფოტოები)
ღვინის ქარხანა, ღვინის მუზეუმი, სასტუმრო - „სამეფო მარანი“ მცხეთაში ქალაქის სტილის მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. როგორც პროექტის ავტორმა კომპანია „სტუდია 9“-მ კომერსანტთან განაცხადა პროექტი 2022 წლისთვის დასრულდება.
8. საბურთალოს ძირითად გუნდს აღარ დავაფინანსებ! - ტარიელ ხეჩიკაშვილი პროფესიული ფეხბურთიდან წავიდა
ტელეკომპანია იმედის ეთერში საფეხბურთო კლუბ საბურთალოს პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პროფესიული განცხადება გააკეთა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ
9. მიზეზი, რატომაც ევროკავშირის მსხვილი ქვეყნები AstraZeneca-ს გამოყენებას დროებით წყვეტენ
პირველი ნაბიჯი გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა - უწყების ინფორმაციით, ვაქცინაცია ამ პრეპარატით მხოლოდ მისი გვერდითი ეფექტების გადამოწმების შემდეგ განახლდება. ამის შემდეგ რამდენიმე საათში ვაქცინის გამოყენების შეჩერების თაობაზე საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, სლოვაკეთმა, პორტუგალიამ და კვიპროსმა განაცხადეს.
10. EastFruit: ქართული სუპერმარკეტები ხილბოსტნეულის ფასებს ხარისხის შემცირების ხარჯზე ინარჩუნებენ
2021 წლის მარტში საიტ EastFruit -მა ყოფილი სსრკ-ს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქსელურ სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობის საკითხები შეისწავლა.