დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:
1. 14,4%-იანი წილით რუსეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი გახდა
იანვარ-თებერვალში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.8%-ით $495 მლნ-მდე შემცირდა. ცვლილებებია საექსპორტო პარტნიორების მხრივაც პირველ ადგილზე მყოფი ჩინეთი ისევ რუსეთმა ჩაანაცვლა.
2. ნავთობკომპანიების მოთხოვნა აქციზის განახევრებაზე ბიუჯეტს 276 მლნ ლარით შეამცირებს
საქართველოში საწვავის ფასი ყოველკვირეულად იზრდება და მან უკვე გაასწრო პანდემიამდელ მაჩვენებელს. საერთაშორისო ფასი 2020 წლის იანვრის დასაწყისის ანალოგიურია - ბარელზე $68 ღირს, მაგრამ 14 თვის წინ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.87 იყო, ახლა კი 15.6%-ით მეტი - 3.32.
3. „რეფორმა რომელიც დაიწყო დაგვიანებულია“ - კლინიკებმა ტარიფების გაანგარიშების ახალი ფორმულა შეიმუშავეს
„რეფორმა რომელიც დაიწყო დაგვიანებულია“ - ასე აფასებს ჯანდაცვის სექტორში, მიმდინარე ცვლილებებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე. როგორც ცნობილია, კლინიკებმა ტარიფების გაანგარიშების ახალი ფორმულა უკვე შეიმუშავეს.
4. „ახალი ტურისტული სტრატეგიის გარეშე პოსტკოვიდურ პერიოდში ტურისტს ვერ ჩამოვიყვანთ„
ადაპტაცია თუ დროულად არ მოვახდინეთ, კონკურენტუნარიანები არ და ვერ ვიქნებით, ამისთვის საჭიროა კარგი სამოქმედო გეგმა.“ - ამის შესახებ კომერსანტთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ტურიზმის ექსპერტმა მაია სიდამონიძემ ისაუბრა.
5. კოსტავაზე „Hilton“ დაგეგმილ დროს არ გაიხსნება - მშენებელი კომპანია 15 000 ლარით დააჯარიმეს
კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო „Hilton“ დაგეგმილ დროს, მიმდინარე წლის გაზაფხულზე არ გაიხსნება.
6. ლაშა პაპაშვილი სოფლებშიც სამშენებლო რეგულაციების ინიციატივით გამოდის
კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი სამშენებლო და არქიტექტურული რეგულაციების მომხრეა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ რეგულაციები უნდა გავრცელდეს როგორც დედაქალაქში, ისე რაიონებში და სოფლებში.
7. 1 მარტს გახსნილი „ამბასადორი გოდერძი„ უკვე მაღალი დატვირთვით მუშაობს და ახალ 100 ნომრიან კორპუსს ამატებს
ბრენდის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ზამთრის კურორტი, რომელიც ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარულია საქართველოში, დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელ ვიზიტორებშიც, რომლებიც რეგულაციების მოხსნას ელოდებიან.
8. ტყავის აქსესუარების ბრენდმა ტერმიტი ქართული უნაგირების წარმოება დაიწყო
ტყავის აქსესუარების ბრენდი “ტერმიტი” რამდენიმე ექსპერიმენტალური იდეის ცდის შედეგად შეიქმნა. ამ ეტაპზე კომპანია ქალისა და მამაკაცის ტყავის ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს და სხვა აქსესუარებს ამზადებს, ასევე კორპორატიულ და ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს.
9. ახალი საუნები და ევრო 7 სტანდარტის აუზი - სრულად მოდერნიზებული ვაკის საცურაო აუზი 22 მარტს გაიხსნება
22 მარტიდან „ვაკის აუზის“ კლუბის წევრებს უამრავი სიახლე ელოდებათ როგორებიცაა: 100%-ით, განახლებული ოლიმპიური სტანდარტის კონუსური ფსკერის მქონე „ევრო 7“ სტანდარტის საცურაო აუზი ულტრათანამედროვე წყლის ფილტრაციის სისტემებით, სრულიად ახალი საუნებით, განახლებული კაფეთი, ფიტნეს მენიუთი და უამრავი სხვა სიახლით.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ შპს ვაკის აუზის წარმომადგენელმა განუცხადა.
10. Financial times: ამერიკა და ევროპა ერთმანეთს სულ უფრო და უფრო შორდებიან
პანდემიამ ევროპას უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე შტატებს - ევროკავშირში სამრეწველო წარმოების ვარდნა 2-ჯერ მეტია ვიდრე ამერიკაში, ეს კი ნიშნავს, რომ ევროპის ეკონომიკამ ნაკლები სამუშაო ადგილი შექმნა.