დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-26 21:00:06

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.აპრილიდან ბანკები საპროცენტო განაკვეთებს ცალმხრივად მარტივად ვეღარ შეცვლიან

კომერციული ბანკების ნაწილმა დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეამცირა, ამის პარალელურად კი საბანკო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთები არ შემცირებულა, შესაბამისად სპრედი გაიზარდა ანუ ბანკებმა უფრო მეტი მოგება ნახეს. ეს ცვლილება ბანკებმა ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხედვით, თუმცა ცალმხრივად განახორციელეს.


2.საქართველომ რეგიონულ ციფრულ ჰაბად ქცევის შანსებიც დაკარგა

„კავკასუს ონლაინი“, რომელსაც მსოფლიო ციფრული პროექტის Digital Silk way-ს განხორციელებაში ერთ-ერთი საკვანძო როლი უნდა შეესრულებინა, საქართველოს მფლობელობაში აღარ არის. კავკასუს ონლაინის მფლობელმა ხვიჩა მაქაცარიამ კომპანიის მის მფლობელობაში დარჩენილი 51%-იანი წილიც აზერბაიჯანულ „ნექსოლ ჰოლდინგს“ მიჰყიდა. ტრანზაქციის შედეგად, კავკასუს ონლაინის 100%-ის მფლობელი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი გახდა.


3.„20 წელი ვცდილობდით სტაბილური ფასები გვქონოდა“ - არაგაზირებული სასმელი წყალი გაძვირდა

ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები სასმელი, არაგაზირებული წყლის ღირებულების ზრდაზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ქართული წყლის შეძენა მომხმარებელს და სექტორს დაახლოებით 10-15 პროცენტით უფრო ძვირად უწევს. წყლის კომპანიები „კომერსანტთან“ განმარტავენ, რომ მათი მხრიდან არაგაზირებულ წყალზე ფასის ზრდა გამოწვეულია დოლარის ფასის ცვლილებით, რამაც შემდგომში წყლის ჩამოსასხმელად აუცილებელი ნედლეულის, (ეტიკეტის, თავსახურის) გაძვირება გამოიწვია. ეს პროდუქცია საქართველოში ძირითადად თურქეთიდან შემოდის.


4.ლარი რეკორდულად გაუფასურდა

26 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.45 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3718 ლარი გახდა.



5.პურზე ფასი შენარჩუნდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს.


6.ეპიდემიოლოგებმა შეიძლება მესამე ტალღის დასაწყისი ოფიციალურად გამოაცხადონ - ეკატერინე ტიკარაძე

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია. აქ მნიშვნელოვანია, ერთობლივი ღონისძიებები გატარდეს - ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა, ასევე ჩვენი მოქალაქეების მოტივირება, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია“,  ეკატერინე ტიკარაძე.


7.მესამე ტალღა ბიზნესისთვის საკონტროლო გასროლა იქნება - ლევან ვეფხვაძე

ბიზნეს ასოციაცია მთავრობისგან კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვს. გაერთიანებაში ამბობენ, რომ კრიზისისგან თავის დასაცავად უნდა ჰქონდეს ბიზნესს ხედვა დაავადების რომელ მაჩვენებელზე რომელი ბიზნესი შეიზღუდება.


8.„რამდენიმე დღე კურსი იმერყევებს და მხოლოდ აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყებს შედარებით გამყარებას“

ეროვნულმა ვალუტამ 2021 წლის რეკორდი მოხსნა. ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის რანგში დევალვაციის პირველ ტალღასთან მოუწევს თვალის გასწორება. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ახლანდელი ვარდნა დროებითია, თუ მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება.


9.EBRD მცირე თანხებზე ონლაინ სასამართლოების შექმნას უჭერს მხარს

ბიზნესისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი მომსახურების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იწყებს საპილოტო პროექტს, რომელიც დაეხმარება ქვეყნებს მცირე სასამართლო პრეტენზიების მისაღებად ონლაინ სასამართლოების შემუშავებაში.


10.საუკუნის გარიგება - აზერბაიჯანული კომპანია მთელი აბრეშუმის გზის ინტერნეტს გააკონტროლებს

კომპანიათა საერთაშორისო ჯგუფმა NEQSOL Holding-მა რეგიონში საუკუნის გარიგების თაობაზე განცხადება გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსხვილმა ჰოლდინგმა, რომლის თანამფლობელიცაა აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ გასანოვი, 2019 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ქართული ინტერნეტ-პროვაიდერი Caucasus Online იყიდა.



თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up