დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1. „TAV GEORGIA“ მთავრობას ინვესტიციებით ევაჭრება - კომპანია ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივებას ითხოვს
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია, პანდემიის გამო საქართველოს მთავრობას 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადებას და ხელშეკრულებების ვადების დაახლოებით 2 წლით გახანგრძლივებას სთხოვს. აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა „TAV Georgia“-ს თხოვნის დაკმაყოფილებას, ჯერჯერობით უცნობია.
2. ქართულმა ოცნებამ ქვეყნის განვითარების 10 წელი წარმატებით დაასრულა და მომდევნო 10 წლის განვითარების გეგმაზე იწყებს მუშაობას
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიქმნა ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას შეიმუშავებს.
3. „ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაინაცვლებს“- მერაბ ლომინაძე
ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელი დირექტორის მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანიამ სამშენებლო გრაფიკში ცვლილებები შეიტანა, რის მიხედვითაც კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადავადდა.
4. ევრობონდების
მომსახურება საქართველოს $450 მლნ-ზე მეტი დაუჯდა
ევროობლიგაციების ქართული ისტორია 2008 წლიდან იწყება, 13 წლის წინ საქართველომ გაზსაცავის მშენებლობისთვის $500 მლნ მოიზიდა. თანხა რამდენიმე თვეში რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ გადამისამართდა.
5. ზაფხულის სეზონზე რეისები დაახლოებით 40-48%-ით აღდგება – ლევან კარანაძე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეისების დაახლოებით 40-48%-ით აღდგენას ელოდება, რაც თავის მხრივ საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის საიდანაც რეისები სრულდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
6. გუდაურში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების მზარდი აქტიურობა შეინიშნება
2020 წლის ზამთრის სეზონი მთის კურორტებისთვის ერთი თვეა რაც გაიხსნა და 15 აპრილამდე გაგრძელდება. ადგილობრივ სასტუმროებში დატვირთულობა 50 პროცენტით შეინიშნება, როგორც სასტუმრო მარკო პოლო“ ში განმარტავენ, კურორტს უჩვეულოდ დიდი რაოდენობით დამსვენებელი ისრაელიდან სტუმრობს.
7. “ყავარჯნების სამარე” - 10 წლიანი ლოდინის შემდეგ, კურორტი მენჯი 3,5 მილიონ ლარად იყიდება
სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სენაკში, ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში მდებარე ყოფილი სანატორიუმი იყიდება. მისი გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი ლარია.
8. ფუტკრების მასობრივი დაცემა მომავალი წლის სასოფლო პროდუქტების მოსავლიანობას შეამცირებს
მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ გადარჩენილი ფუტკრების პროტუქტიულობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ბაზარზე ფუტკრისა და თაფლის ფასი უკვე იმატებს.
9. Georgia`s Natural - ქართული კომპანია მსოფლიოს სავაჭრო ცენტრებში ორგანული ბარებით გამოჩნდება
ხილის და ბოსტნეულის ორგანული წვენების ქართველო მწარმოებელი Georgia`s Natural გაზაფხულის ბოლოს ახალი პროდუქტს წარადგენს - ჩაის სოკოს საფუძველზე დამზადებულ ნატურალურ წვენებს (კომბუჩას).
10. Forbes: კორონავირუსის იგნორირებამ შვედეთის ეკონომიკას ვერ უშველა
ყველას აინტერესებს - ბოლოს და ბოლოს რითი დასრულდება ექსპერიმენტი, დანებდება შვედეთი, თუ კორონავირუსისთან თანაცხოვრების მცდელობებს კვლავ გააგრძელებს?