1. კვალიფიკაცია ვერგადალახული მასწავლებლების პენსიაში გაშვება 75.5 მილიონი დაჯდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის შესწავლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოავლინა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
2. 2020 წელს პანდემიის პირობებში სადაზღვევო სექტორის მოგება 89%-ით გაიზარდა
„დაზღვევის სფერო არის ერთ-ერთი გამონაკლისი იმ ბიზნესებს შორის, რომელიც გასულ წელს მინუსში არ წავიდა და 2019 წელთან შედარებით დადებითი შედეგი აჩვენა“- ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „დაზღვევის დრო“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორის შემოსავალმა 667 მილიონი ლარი შეადგინა და წმინდა მოგება 47 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 89%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს - 25 მლნ. ლარს.
3.სინგაპურული „Meta Restaurant“- ის ქართული მეტამორფოზა - დაიმსახურებს თუ არა „King David“-ის ახალი პროექტი მიშლენის ვარსკვლავს
მაისის შუა რიცხვებიდან შესაძლებლობა გექნებათ, რომ პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექს „King David“-ში „Meta Restaurant“, -ს ესტუმროთ, თუმცა სახელმა არ მოგატყუოთ აზიის ტოპ 100 რესტორანში შემავალ „Meta Restaurant“- თან ქართულ „Meta“-ს საერთო არაფერი აქვს, გარდა სახელისა.
4.პანდემიის მიუხედავად, მაღალშემოსავლიანი მყიდველები ძვირადღირებულ ფაიფურზე უარს არ ამბობენ - ვეჯვუდ შოურუმი
ბროლისა და ფაიფურის ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული მაღაზია საქართველოში „ვეჯვუდ შოურუმი“ 12 ევროპული და ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. თითოეული ჭურჭელი თუ დეკორაცია განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელსაც მხოლოდ მაღალშემოსავლიანი მყიდველი ჰყავს, ან საშუალოშემოსავლიანი, რომელიც საჩუქრად აპირებდ ძვირადღირებული ბროლისა თუ ფაიფურის შეძენას. „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დაინტერესდა, თუ რამდენად აისახა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი მაღალშემოსავლიანი კატეგორიისთვის განკუთვნილი პროდუქციის მოხმარებაზე.
5. მთავრობამ ყველა შეზღუდვა ძალაში დატოვა
მთავრობამ ყველა შეზღუდვა ძალაში დატოვა ახლის დაწესება კი ამ ეტაპზე არ იგეგმება.
6. როგორ მიმდინარეობს ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი - ( ექსკლუზიური რენდერები)
არქი ჯგუფის შვილობილი კომპანია „ვარკეთილი დეველოფმენტი“ უკვე წელიწადზე მეტია ვარკეთილის ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს ტერიტორიაზე, რომელიც მას თბილისის მერიამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. 40 მილიონი ლარის ინვესტიციით მიმდინარე პროექტი დაწყებიდან არაუგვიანეს სამი წლის ვადაში უნდა დასრულდეს და მუნიციპალიტეტს გადაეცეს.
7.„მაგათი წერტილოვანი, ბოლოს „ლოქდაუნით“ მთავრდება“ – „ალბათ, მთავრობას დრო საერთოდ არ რჩება, ეკონომიკაზე იფიქროს“ - კახა ხაზარაძე
„გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ სიტუაციიდან რაღაც გამოსავალი მოიძებნება, მაგრამ დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული და ალბათ, მთავრობას დრო საერთოდ არ რჩება, ეკონომიკაზე იფიქროს“,- ამის შესახებ „აი-სი-არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ განაცხადა.
8. დასვენება გაძვირდა - რა ღირს ნომრები 3, 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში?
„საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის მარტში, 2021 წლის თებერვალთან შედარებით, 7.1%-ით გაიზარდა“, ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია PMC Research გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.4%-ი
9. კიდევ ერთი ქართველი Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში - ვინ არის სიის ახალი წევრი
ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა.ახალი მილიარდერი ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძეა. ამ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 804-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. (forbes-ის მილიარდერების რეიტინგი რეალურ დროში)
10. თავდაცვის სამინისტროში აუდიტმა ნაშთების დადარებისას 697 მლნ ლარიანი უზუსტობა აღმოაჩინა
აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა რიგი დარღვევების, კონტროლის მექამიზმის არ არსებობისა და სხვა შეუსაბამობების გამო თავდაცვის სამინისტროს შემოწმებისას უარყოფითი დასკვნა გასცა. მხოლოდ ნაშთების დადარებისას 697 მლნ ლარიანი უზუსტობა აღმოჩნდა.