დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-05-05 21:00:52

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“

კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები, დარღვევებით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გაუმჭვირვალე ხარჯი, კომპანიის დირექტორის ხელფასის უსაფუძვლო ზრდა და პრემიების გაცემა სათანადო დასაბუთების გარეშე - ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აღმოაჩინა.



2. ქვეყანაში მთელი აქცენტი მეღვინეობაზე კეთდება, როცა მევენახეობა პრაქტიკულად მკვდარია

როგორ უნდა გახდეს ყურძნის ფასი გლეხის შრომის ადეკვატური?  რა ძირითადი პრობლემები არსებობს დღეს ტრადიციულ მეურნეობაში და რა უნდა გააკეთოს ან არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ გლეხისთვის ვენახის მოყვანას აზრი ჰქონდეს?



3. თბილისის ძვირადღირებული და იაფი უბნები - რა ღირს უძრავი ქონების გაქირავება

2020 წლის განმავლობაში კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა გასაქირავებელი ფასების ინდექსი. ამის შესახებ „აისეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.



4. თბილისის ცენტრში RADISSON-ის კიდევ ერთი სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

თბილისში, სასტუმრო „თორის“ ნაცვლად, Radisson-ი 2022 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.




5. ხელოვნების სექტორი, პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, თავს საზოგადოებაში ხელახლა იმკვიდრებს

პანდემიით გამოწვეული კრიზისი ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ხელოვნების ინდუსტრია ყოფილა, პირიქით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედებითი სფერო ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ „დაზარალებული“ სექტორია.

 


6. თამარ გაბუნია: პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გაიზრდება, პიკი კი, მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

 


7. „აუცილებელი, მაგრამ დაგვიანებულია“ - რა ეფექტი ექნება ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ვაქცინაციას

,,ეს არის გრძელვადიანი და დროში გაწელილი პროცესი, რაც ძალიან კარგია, რომ გვიან, თუმცა დაიწყო“- ამის შესახებ  სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერაშვილმა მთავრობის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.



8. როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.



9. East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.



10. საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.

 


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up