1. მთავრობამ პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან 373 მლნ ლარი ვერ დახარჯა
2021 წლის პირველი კვარტალის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 98.4%-ით, გადასახადების კი 91.3%-ით შესრულდა. სამ თვეში შემოსულობების ნაწილი დაგეგმილზე 68 მლნ ლარით ნაკლებით 4.340 მლრდ ლარით შესრულდა, რაც შეეხება გადასახადების ის გეგმას უფრო მეტად 373 მლნ-ით ჩამორჩა და და 4.302 მრდ-ის მაგივრად მხოლოდ 3.929 მლრდ-ით შესრულდა.
2. „ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. როგორც აღმოჩნდა ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის უკეთ შესასრულებლად ციფრული ლარი სჭირდება. ეროვნული ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ CBDC-ს (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, Central Bank Digital Currency) გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.
3. საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი
აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
4. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
5. 2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი.
6. უქმე დღეებში „გალერია თბილისში“ მომხმარებლების მობილობა 70 პროცენტით, გაყიდვები კი დაახლოებით 10-20 %-ით შემცირდა
„უქმე დღეებში „გალერია თბილისში“ მომხმარებლების მობილობა 70 პროცენტით, გაყიდვები კი დაახლოებით 10-20 %-ით შემცირდა“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ განუცხადა.
7. ჯერჯერობით კონსესუსს ვერ მივაღწიეთ - ლუდის ინდუსტრია ხელისუფლებისგან შეღავათებს ითხოვს
ლუდის სექტორსა და სახელმწიფოს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ინდუსტრია მთავრობისგან დახმარებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. სექტორის მხრიდან წაყენებულ მოთხოვნებს შორის აქციზის გადახედვა და დღგ-ს გადავადება პრიორიტეტულ საკითხებად სახელდებოდა.
8. 584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა.
9. ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“
,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.
10. Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრება რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.