დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
- Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2937 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3350 ლარი ღირს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3537 ლარი შეადგინა.
2. გაფლანგული 334 ათასი ლარი - 3 წელია ვარკეთილის მეტროს ჭერი არ აქვს
3 წელზე მეტია რაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელი ბაქანი რკინის კონსტრუქციის ამარაა დარჩენილი. ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მეტროში დღემდე არაფერი შეცვლილა. მეტროპოლიტენზე პასუხისმგებლობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ეკისრება.
3. თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი - ჩინეთში ექსპორტმა 3 წელიწადში მილიარდს გადააჭარბა
ჩინეთი უკვე მეორე წელია საქართველოსთვის საექსპორტო პარტნიორებში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. მთავარი საექსპორტო პროდუქცია არც ღვინოა და რაც რაიმე სხვა ადგილობრივი ნაწარმი. 83%-იანი წილით პირველ ადგილზე სომხეთიდან ნაყიდი სპილენძის მადნებია.
4. ტოპ 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინო
ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2021 წელს 2 დოლარსა და 3 ცენტს შეადგენს ეს მეღვინეობის დარგის განვითარების თვალსაჩინო ინდიკატორია, თუმცა დღეს „კომერსანტი“ გაგაცნობთ ყველაზე ძვირად ღირებულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც ღვინის მაღაზიებში იყიდება.
5. თბილისის ახალ ზოოპარკში 9 ჰექტარზე
აფრიკული სავანა გაშენდება
უკვე გამოცხადებულია ტენდერი აფრიკული ცხოველებისთვის 9 ჰექტარის ფართობის მქონე სავანის გასაშენებლად, რომელიც გურიელიძის ვარაუდოთ მომავალ წელს დასრულდება. ვოლიერის ასაშენებლად გამოყოფილია 2 მლნ 200 ათასი ლარი და მოიცავს სხვადასხვა შენობა ნაგებობებსაც..
6. ტურისტული ბაზრის ქცევა რადიკალურადაა შეცვლილი, ამის საპასუხოდ სახელმწიფოს გეგმები ჯერ კიდევ ბუნდოვანია
ტურისტული ბაზარი დიდი ცვლილებებისა და გადალაგების პროცესშია, იცვლება მომხმარებელთა ქცევა, მათი ვიზიტების ხანგრძლივობა და სამიზნე ლოკაციები, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა რა პირობებს სთავაზობს მათ.
7. თბილისში ბინებზე მოთხოვნამ პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუსწრო
Colliers Georgia-ს მონაცემებით, თბილისში აპრილში ბინების 3,103 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია.
8. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა. კოსტავას 68-ში მდებარე პირველის არხის შენობა, აუქციონის წესით, 24 059 832 დოლარად იყიდება.
9. East.friut.com: ქართული კივი ექსპორტზე ძირითადად იაპონიაში გადის
კივი - ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზდრადი მიმართულებაა - ბოლო 5 წლის მანძილზე მსოფლიო ვაჭრობა ამ პროდუქტით წელიწადში 7%-ით იზრდებოდა.
10. რატომ ამბობს ბაიდენი უარს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ სანქციებზე?
აშშ-ს პრეზიდენტმა ყველაფერი აწონ-დაწონა - თუ რა იქნება უფრო საზიანო ვაშინგტონისთვის - მილსადენი თუ საიმედო პარტნიორთან ურთიერთობების გაფუჭება? სავარაუდოდ, პასუხი ცალსახა იყო.