დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1. საქსტატის ცნობით აპრილში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია.
2. ტურისტის კოვიდ-დაზღვევა სავალდებულო იქნება - ამირან გამყრელიძე
ტურისტის სავალდებული დაზღვევა აუცილებელი იქნება, მათ შორის კოვიდის კომპონენტიც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე ჟურნალისტებს განუცხადა.
3. „თუ საქართველოს ეკონომიკის ზრდა მართლაც ასეთი შთამბეჭდავია, ეს მოსახლეობაზე აუცილებლად უნდა აისახოს“
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით ზრდის მოლოდინი არსებობდა, ასეთ რეკორდულ ზრდას არავინ ელოდა.
4. “ეს არის ,,ზამბარის ეფექტი, ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა,” - ირაკლი კოვზანაძე
„ასეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ცალსახად მისასალმებელია,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე წერს.
5. „ელიავას ბაზრობის რეკონსტრუქციას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება“ - რა ეტაპზეა ბაზრობის რეკონსტრუქციის გეგმა
შპს არტსტუდიო-პროექტმა, რომელიც ამჟამად ელიავას ბაზრობის განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციას ადგენს, რამდენიმე დღის წინ, მერიას წინასაპროექტო კვლევა წარუდგინა.
6. შელახული ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი აირისა და საკანალიზაციო სისტემის არარსებობა - „მესტიას პატრონი არ ჰყავს“
მესტიამდე მისასვლელი გზა, ელექტროენერგიის მიწოდება, ბუნებრივი აირისა და საკანალიზაციო სისტემის არარსებობა, გასართობი ადგილების ნაკლებობა - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც დაბაში წლებია ვერ მოგვარდა.
7. რა პირობაც მოგვცეს ტურიზმთან დაკავშირებით, არაფერი გამართლდა ხელისუფლების მხრიდან და წელს, რთულია ნდობა და გეგმების დაწყობა“- როგორ ემზადება აჭარა ზაფხულის სეზონისთვის
აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე აცხადებს, რეგიონში სტუმრების მისაღებად 300-მდე ობიექტი უკვე მზადაა. სწორედ ამდენი ობიექტი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს.
8. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესებიდან საქართველო იმპორტში წლიურად $80 მლნ-ზე მეტს ზოგავს
ჰესების შესახებ დავაში ბოლო პერიოდში მცადრი მოსაზრება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ახალი ჰესები არ მუშაობს, მათ მხოლოდ გარემოს მიაყენეს ზიანი და ქვეყნის ენერგობალანსი არ გაუუმჯობესებიათ. რეალობა საპირისპიროა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად შუახევი ჰესიც მუშაობს, დარიალი ჰესიც და ლარსი ჰესიც.
9. Die Welt: ევროკავშირი ლუკაშენკოს ყველაზე სუსტ წერტილში დაარტყამს
როგორც ჩანს, ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს შემოიღებს სანქციებს, რომლებიც ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს მართლაც დააზარალებს. არჩევანი საკმაოდ დელიკატურია - შეზღუდვები არ უნდა შეეხოს რიგით ბელარუსებს, რომელთა უმრავლესობა რეჟიმის წინააღმდეგია და მათი დასჯა არალოგიკური იქნებოდა.
10. კოსმოსური ეკონომიკა - როგორ ავითარებენ კერძო ინვესტორები კოსმოსურ ინდუსტრიას
სახელმწიფო უკვე აღარ არის მონოპოლისტი სამყაროსა და გალაქტიკის ათვისების მისიაში, როგორც ეს სულ რაღაც 10-15 წლის წინ იყო - კოსმოსურ ეკონომიკაში კერძო ინვესტორები მოდიან.