დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:
1. ორი დომინანტი ბანკის მოგებამ 5 თვეში 659 მლნ ლარს მიაღწია
იანვარ-მაისში ქართულმა საბანკო სექტორი 765 მლნ-იან მოგებაზე გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.378 მლრდ ლარით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
2. ელექტროსადენები 70%–ით გაძვირდა – „საქკაბელმა“ წარმოება გაზარდა
ელექტროსადენების ბაზარმაც, ისევე როგორც სექტორების უმრავლესობამ, პანდემიისა და ლარის კურსის ცვლილების გამო მკვეთრი ცვლილება განიცადა. კერძოდ, 70%–ით გაძვირდა ნედლეული და, შესაბამისად, გაძვირდა მისგან მიღებული პროდუქტიც.
3. სტატუსი: „არ შედგა“ - მთავრობა საბრენდე სპირტს აუქციონებზე ვერ ყიდის
eAuction.ge-ს საძიებო სისტემაში საბრენდე სპირტის გაყიდვის მიზნით ჩატარებული აუქციონების რაოდენობა რამდენიმე ათეულ გვერდს აჭარბებს. აუქციონების 80 პროცენტი კი წარმოდგენილია სტატუსით: „არ შედგა“.
4. ნესვის იმპორტი იზრდება, ფასები ეცემა - სად და რა მოცულობის პროდუქტს ყიდულობს საქართველო
ქართულ აგრარულ ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის სხვა პროდუქტებთან შედარებით, ნესვის ფასი დაეცა. 2019 და 2020 წლების ივნისის ბოლოსთვის ქართული ნესვი ორჯერ ან მეტჯერ ძვირი იყო, ვიდრე მიმდინარე წლის ამ პერიოდშია.
5. თემურ ჭყონია: ანტიკორუფციული სააგენტო საჭიროა, ქართულ ჯიგრულ პონტში რომ არაფერი გაკეთდეს
„ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა თუნდაც იმიტომაა საჭირო, რომ ქართულ ჯიგრულ პონტში არაფერი გაკეთდეს“, - ასე აფასებს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ.
6. საქართველოს მიმართ სხვა სახელმწიფოების დავალიანება ნულს უდრის
საქართველოს საგარეო ვალმა მშპ-ის 60%-ს გადააჭრბა, კომერსანტი დაინტერესდა, რომელიმე სახელმწიფოს თუ ჰქონდა თუნდაც სიმბოლური დავალიანება საქართველოს მიმართ. ფინანსთა სამინისტროდან მიღბული წერილის თანახმად, 2021 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, სხვა სახელმწიფოების დავალიანება საქართველოს მიმართ $0.00-ს შეადგენდა.
7. თელავში სასტუმრო ქვევრი წლის ბოლომდე გაიხსნება
თელავთან, სოფელ შალაურში ცნობილი სასტუმრო „ქვევრი“-ს გახსნა პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო. როგორც „კომერსანტს“ შპს ქვევრის დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი უყვება, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სასტუმრო პირველ სტუმრებს, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე მიიღებს.
8. აფბა – ესკო რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფს მალავს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა აცხადებს, რომ „ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) სხვადასხვა მეთოდებით მანიპულირებს და ყველა მეთოდით ცდილობს, საზოგადოებას რუსეთიდან შესყიდული ელექტროენერგიის ფასი დაუმალოს.
9. აფხაზეთში ვეტერანები დენზე გრაფიკის დაწესებას აპროტესტებენ
აფხაზეთის ომის ვეტერანებმა ე.წ. ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი 1 თვის მანძილზე ენერგეტიკის პრობლემები არ გადაწყდება და შეზღუდვები არ გაუქმდება, ისინი საზოგადოებას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
10. The Washington Post: მოსკოვში ყალბი კოვიდ–სერტიფიკატები იყიდება
მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერმა გამოაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება მომსახურეობის სფეროს თანამშრომლებისთვის, სულ რამდენიმე საათი გავიდა და მოსკოვში გაყიდვაში ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატები გამოჩნდა.