დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-07-07 21:00:57

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. ევროკავშირისგან საქართველო 3,9 მლრდ ევროს დახმარებას მიიღებს

ევროკავშირი საქართველოს დახმარების სახით 3 ,9 მლრდ ევროს გამოყოფს. აღნიშნულ თანხას ქვეყანა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მიიღებს.

 

2. საბაჟოებზე ტვირთი 1 დღის ნაცვლად 1 საათში გატარდება – ახალი შეთანხმება თურქეთთან

საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში დღეს, 7 ივლისს გაიმართა, რომელზეც ხელი მოეწერა „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“.

 

3. „კრედო ბანკი“ „ფინკა ბანკი საქართველოს“ აქციების 100% წილის მფლობელი გახდა

„კრედო ბანკმა“ FINCA Microfinance Cooperatief U.A.-თან აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც იგი „ფინკა ბანკი საქართველოს“ აქციების 100% წილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ „ერკდოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი

 

4. ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის მინისტრის მკაცრი განცხადების შეფასებისგან თავს იკავებენ

მედიკამენტებზე მაღალი ფასის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ სამინისტროს 10–წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გაკეთებული განცხადების კომენტარისგან ფარმაცევტული კომპანიები ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

 


5. „ჩირინა“ ქათმის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანის მშენებლობას 2022 წელს დაასრულებს

კომპანია „ჩირინა“, რომელიც წარმოებულ პროდუქციას ბაზარზე „ბიუ-ბიუს“ ბრენდით ყიდის, ქათმის ხორცის გადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობას 2022 წელს დაასრულებს.

 

6. კუბდარი, ხინკალი, გებჟალია, აჯაფსანდალი – ანტრე ლონდონში ახალი კონცეფციით წარსდგა

ლონდონში ნოთინგ ჰილ გეითის #138 ში ქართული საცხობების ქსელი „ანტრე“–ს 1,3 მლნ გირვანქა სტერლინგის საინვესტიციო ღირებულების რესტორანი ოფიციალურად გაიხსნა.

 

7. „რიყის პარკში ვინც შემოდის, თავს ყველა საჰაერო ბურთთან იყრის“ – Air balloon tbilisi-ს პანდემიური წელი

„ძველ თბილისს და რიყის პარკს ახალი ელფერი შემატა. ვინც შემოდის, თავს ყველა საჰაერო ბურთთან იყრის“, - ასე აფასებს Air balloon tbilisi პანდემიურ 2020-21 წლებს.

 

8. ჩვენი დროის კომფორტი - ბიზნესავიაციის დარგის აღმავლობა პანდემიის გავლენით

პლანეტის მასშტაბით გადაადგილების პრინციპების რადიკალური ცვლილების მიუხედავად, კერძო მცირე ავიაციამ მოახერხა გასაოცარი მოქნილობით მორგებოდა ახალ რეალობას და მნიშვნელოვანი ზრდაც კი აჩვენა.

 

9. Wall Street Journal: ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს ნაკლებად გამოიყენებს

ბაიდენის ადმინისტრაცია გადახედავს ამერიკის მხრიდან საერთაშორისო სანქციების გამოყენების პრაქტიკას და მომავალში თანმხლები ეკონომიკური თუ პოლიტიკური დანაკარგებს თავიდან აცილების მიზნით, მოკავშირეებთან შეთანხმებულად იმოქმედებს.

 

10. აზიელი და აფრიკელი მიგრანტები - ლუკაშნეკოს ახალი იარაღი ევროპის წინაამღდეგ

ბელარუსმა  დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავისი მუქარის აღსრულება დაიწყო და ევროკავშირს ლტოლვილები მიუსია - განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ლიეტუვა აღმოჩნდა, რომელმაც საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up