დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:
1. TOP 5 ბანკის „ტოქსიკური“ სესხების მოცულობა მკვეთრად შემცირდა - ლიდერი „ლიბერთია“
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
2. წინასაარჩევნო „შეღავათი“ ტექინსპექტირებაზე – საქართველოში „ჭკვიანი კამერების“ მხოლოდ ნაწილი მუშაობს
ტექინსპეტირების ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის აღსრულების მიმართ სახელმწიფო ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენს, რასაც ისინი წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებენ.
3. შემცირებული ჩემპიონატები და მაღალი ხელფასები - სპორტული ფედერაციების არამიზნობრივი ხარჯები
საქართველოს სპორტული ფედერაციების 2019 წელს და 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 145.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
4. Kazakhstan Growth Forum-ზე მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ აღიარეს
Kazakhstan Growth Forum-ზე გამართული დაჯილდოებისას, რომელზეც, ყოველწლიურად, ყაზახეთის საუკეთესო კომპანიებს და მათ ხელმძღვანელებს ასახელებენ, ყურადღების ცენტრში კვლავაც ქართველი ანტრეპრენიორი, მიხეილ ლომთაძე მოექცა – ის წლის საუკეთესო მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად აღიარეს.
5. გზა, დენი, გაზი - პრობლემები, რის გამოც მესტია 12–თვიანი კურორტი არ არის
საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონში, სვანეთში ტურისტული სეზონი დასრულდა. მესტიაში, სადაც წელიწადის ყველა დრო გამორჩეულად ლამაზია, ახლა მზადებას ზამთრის სეზონისთვის იწყებენ, თუმცა მანამდე „კომერსანტი“ მოგიყვებათ, თუ როგორ ჩაიარა პანდემიურმა ზაფხულმა მაღალმთიან რეგიონში.
6. „ღამის ეკონომიკა“ მინუსშია – რა სჭირდებათ კლუბებს სრულფასოვნად ამუშავებისთვის
„კომერსანტთან“ საუბარში ღამის კლუბის „ხიდი“ დამფუძნებელს თამუნა აქსანდერსი ამბობს, რომ კლუბები გაბანკროტების პირას არიან, რადგან თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ კონკრეტულად მის ობიექტს ძალიან დიდი რაოდენობის ვალი დაუგროვდა.
7. „არა ჰესების“ სამმაგი დარტყმა საქართველოს ეკონომიკას
,,ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერება საქართველოს ეკონომიკას ასეულობით მილიონი ლარით დააზარალებს. გარდა იმისა, რომ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი ზარალდება, ენერგეტიკსოების შეფასებით, დიდია ფინანსური დანაკარგი, რაც საქართველოს სახელმწიფოს მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის გაჩერების გამო მიადგება.
8. 2019 წელთან შედარებით „ტოიოტა ცენტრ თბილისი“ 30%-იანი დატვირთვით მუშაობს
„2019 წელთან შედარებით 30%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა განუცხადა.
9. FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის შენახვის ვადა 3 თვით, 9 თვემდე გაახანგრძლივა
ახალი პირობების თანახმად, აღნიშნული ვაქცინის შენახვის ვადა -90-დან -60-მდე ტემპერატურის პირობებში 6 თვიდან 9 თვემდე.
10. ევროკავშირის ახალი ინიციატივა – ყველა ტელეფონი ერთი ტიპის მოწყობილობით დაიმუხტება
ევროპულმა კომისიამ ახალი წესები შეიმუშავა, რომელთა თანახმადაც, მწარმოებლები ვალდებულნი იქნებიან, ტელეფონებისა და მცირე ელექტრონული მოწყობილობებისთვის უნივერსალური დასამუხტი მოწყობილობა შექმნან.