დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
- ახალი რეგულაციის გადავადებას 9 სამედიცინო დაწესებულება ითხოვს - რას გულისხმობს 149-ე დადგენილება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი რეგულაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა და მის გადავადებას მოითხოვენ. საუბარია საქართველოს მთავრობის N149-ე დადგენილებაზე, რომელიც სტაციონარულ კლინიკებში მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის განახლებას გულისხმობს და რომელიც კლინიკებს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება.
2. საზღვრები არჩევნებამდე არ გაიხსნება - მაია სიდამონიძე
„ყველა ვხვდებით, რომ საზღვრები არჩევნებამდე არ გაიხსნება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ საქართველოში რეგულარული ფრენების დაშვების უკვე მეექვსედ, 1-ელ ოქტომბრამდე გადავადებაზე საუბრისას განუცხადა.
3. ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ფეროშენადნობები - საქონელი რომელთა ექსპორტი მკვეთრად შემცირდა
2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 758.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 272.1 მლნ. აშშ დოლარს (17.9 პროცენტით ნაკლებია).
4. 2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტით გაიზარდა
2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3% შეადგინა.
2020 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7% შეადგინა.
5. ქართული ანბანით მოხატული ჭურჭელი პანდემიის დროს ამერიკასა და კანადაში გაიყიდა - რა პოტენციალი აქვს საქართველოში არტ-ბიზნესებს?
ჭურჭლის მწარმოებელი კომპანია საინის პროდუქცია პანდემიის პერიოდში ამერიკასა და კანადაში ექსპორტზე გავიდა. როგორც „კომერსანტთან“ „საინის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო სლეპჩენკომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ პანდემიის პერიოდში შოურუმის დროებით დახურვა მოუწიათ და გაყიდვები შეუმცირდათ, პანდემიამ თავისი დადებითი შედეგებიც მოუტანა კომპანიას და ონლაინ-კომერციაზე უფრო სწრაფად გადავიდნენ.
6. „ტერაბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან თითქმის 12-ჯერ გაიზარდა
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ტერაბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 30,264,667 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 2,552,009 ლარი.
7. ჩაანაცვლებს თუ არა Hyundai-ის მიკროავტობუსები თბილისის სამარშუტო ტაქსებს
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ გააკეთა. შეთავაზებული წინადადების მიხედვით შესყიდვის თანხა 30 მლნ ლარია.
8. პოსტპანდემიური ეკონომიკა - ვინ იგებს და ვინ აგებს?
დღევანდელ საყოველთაო ეკონომიკური ვარდნა წარმოუდგენელი იყო 2008 წელსაც კი იმის მიუხედავად, რომ ის კრიზისი ძალიან მძიმე იყო.
2020 წელს სხვადასხვა ქვეყნებს მიერ დაფიქსირებულ ეკონომიკურ ვარდნას ანალოგები არ გააჩნია,.საფრანგეთში 2020 წლის მე-2 კვარტალში ეკონომიკა პირველ კვარტალთან შედარებით 13,8%-ით დაეცა. ვარდნა ყველაფერს შეეხო - მოხმარებას, ინვესტიციებს, ექსპორტს, წარმოებას, მომსახურებას.
9. Die Zeit: აშშ მეგობრებისა და მოკავშირეების წრეს ამცირებს
აშშ-ს „სანქციომანია“ ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. 60-წლიანი სანქციები კუბის მიმართ საბოლოო ჯამში არაეფექტური აღმოჩნდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-თან მიმართებაში აშშ სიტუაციას მხოლოდ აუარესებს. რუსული გაზის იმპორტი გერმანიაში ამერიკას და გერმანიას შორის კამათის საგანი ჯერ კიდევ 1970 წლებში იყო, როდესაც კანცლერმა ვილი ბრანდტმა მოსკოვთან ენერგეტიკულ პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა.
10. 7 უცხოური კომპოზიცია, რომელშიც ქართული მუსიკის ელემენტებია გამოყენებული
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე არტისტების შემოქმედებაში ჩვენი მუსიკალური მემკვიდრეობის კვალის აღმოჩენა ყოველთვის ძალზე საინტერესო და დამაინტრიგებელია. ჩვენს სტატიაში სწორედ უცხოელი შემსრულებლების მიერ საკუთარ ნამუშევრებში ქართული ჩანაწერებისა თუ ფოლკლორული მოტივების გამოყენების შვიდ გამორჩეულ შემთხვევას წარმოგიდგენთ.