დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-09-28 21:00:30

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

 1. საქართველოში ჰესების მშენებლობას ენერგომაფია და რუსი ოლიგარქები ბლოკავენ

 ,,საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, როდესაც საქართველოს ენერგეტიკოსებმა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად დაადგინეს, რომ საქართველო უმდიდრესია მსოფლიოში ენერგეტიკული პოტენციალით და გვაქვს შესაძლებლობა, ჰიდრორესურსების  სიდიდით მეორე ადგფილზე აღმოვჩნდეთ ნორვეგიის შემდეგ, ამ მიზანს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნითაც...“

 

 

2. საერთშორისო ორგანიზაციების 2022 წლის ინფლაციური პროგნოზი გადაჭარბებულ მოლოდინებს ეყრდნობა - ფინანსისტი

 საერთაშორისო სარეიტონგო კომპანია Moody's-ს ინფლაციის მიმდინარე 12.8%-დან ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირების მოლოდინი აქვს მას შემდეგ, რაც დროებითი ფაქტორები ამოიწურება და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა საერთაშორისო სასაქონლო ჯგუფების ფასებისა და მიწოდების შეზღუდვების გავლენას გადაწონის.

 

 

 3.  ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან ონში ასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი

 

საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი ძველ გზასთან შედარებით 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება.

 

 

4. რა ქონებას ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები


თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება, საარჩევნო ციებ–ცხელება აქტიურ ფაზაში გადადის -  ვისმენთ წინასაარჩევნო, გულუხვ დაპირებებს, ვეცნობით სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს და ვუყურებთ ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებს. თუმცა, დღეს „კომერსანტი“ თბილისის მერობის ძირითადი (სოციოლოგიური კვლევების თანახმად) კანდიდატების ქონებას გაგაცნობთ.

 

 

5. ქარშეარინგის სერვისის Aicar აპლიკაციაზე მომხმარებელი ავტომობილებს ვეღარ ხედავს

თბილისში Car Sharing-ის,  იგივე ავტომობილების გაზიარების სერივისით სარგებლობა დაახლოებით ორი კვირაა შეუძლებელია. კომპანიის ფესუბუქ გვერდზე მომხმარებლები წერენ, რომ აპლიკაციაში შესვლისას რუკაზე ავტომობილები აღარ ხვდებათ, შეუძლებელია ასევე კომპანიის ქოლცენტრში და ტექნიკურ დეპარტამენტთან დაკავშირებაც.

 

 

6. ივენთების ორგანიზატორი კომპანიები რეგულაციების უმძიმესი წნეხის ქვეშ რჩებიან

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, თუმცა შეზღუდვების მოხსნა და შემსუბუქება არ შეხებია ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებს.

 

 

7. საქართველომ კოვიდსიკვდილიანობით იტალიასაც გაუსწრო

საქართველომ, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვით იტალიასაც გაუსწრო და მე-15 ადგილი დაიკავა. 27 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდმა მსოფლიოში სულ 4.763 მლნ ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 8844 საქართველოში, რაც ყოველი 1 მლნ-დან 2222-ს ნიშნავს.

 

 

8.  კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები უკვე 57.49 მლრდ ლარია

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 458.02 მლნ ლარით, ანუ 0.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.47 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი სექტემბრისათვის 57.49 მლრდ ლარი შეადგინა. 

 

 

9. გლობალურ ბაზრებზე დასაქმების სტრუქტურა შეიცვლება

კოვიდ-19-მა შრომის ბაზარზე დღის წესრიგი თითქმის შეცვალა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დისტანციური მუშაობა ფართოდ გავრცელდეს პოსტკოვიდურ პერიოდშიც როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც.

 

 

10. The Telegraph: გერმანიის ახალ კანცლერს ენერგოდეფიციტური მემკვიდრეობა დახვდა

 26 სექტემბერ ათობით მილიონი გერმანელი საარჩევნო უბნებზე მივიდა, სადაც ანგელა მერკელის 16-წლიანი ეპოქა დასრულდა. ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის ახალ კანცლერს სერიოზული პრობლემა - კერძოდ, ენერგორესურსებზე ფასების კატასტროფული ზრდა ელის.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up