დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-09-29 21:00:13

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

 1. ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს

გახშირებული არალეგალური მიგრაციის გამო ევროკავშირმა საქართველოს შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა Euobserver.com ევროკავშირის 27 სექტემბრით დათარიღებულ შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

2. რეგიონში ყველაზე ძვირად საწვავი საქართველოში იყიდება

საქართველო საწვავის სიძვირით რეგიონში  პირველია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემიდან ირკვევა, ყველაზე იაფი საწვავი აზერბაიჯანში, ხოლო ძვირი საქართველოშია.

 

 

 3.  წინასაარჩევნო გამოკითხვების და ეგზიტპოლების ისტორია – ცდომილებები და თანხვედრები ოფიციალურ შედეგებთან

არც წინასწარი გამოკითხვები და არც ეგზიტპოლები ყოველთვის ზუსტ შედეგს არ იძლევა, თუმცა, როგორც წესი, რეალობასთან ეგზიტპოლები უფრო ახლოს დგას ხოლმე.

 

 

4. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - კახა კალაძის 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირებები

„კომერსანტი“ გთავაზობს კახა კალაძის 2017 წლის 19–გვერდიანი საარჩევნო პროგრამის მთავარ დაპირებებიდან რა და როგორ შესრულდა.


 

 

5. მედიკამენტების ხარისხის გასაუმჯობესებლად ფარმაცევტულ კომპანიებს ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება მოუწევთ

ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრის მთავარი თემა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტის დანერგვა იყო. 

 

 

6. როგორი იქნება საბურთალო–ბაგების დამაკავშირებელი ხიდი

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტი ორი წელი გაგრძელდება და 2023 წლისთვის დასრულდება, მისი ღრებულება 30 მლნ ლარამდეა.

 

 

7. აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რეპროდუქტოლოგიური კლინიკა აშენდება

აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რეპროდუქტოლოგიური კლინიკა აშენდება. 6000 კვ.მ-ზე „სამედიცინო ჯგუფი ახალი სიცოცხლე“ 3–სართულიან შენობას ააგებს.

 

 

8.  ბიო ჩაი MON TEA 1-ლი ოქტომბრიდან გაიყიდება

,,ჯეო ფლაუერმა“   MON  TEA-ს ბრენდით ქართული ბიო ჩაის წარმოება დაიწყო. პროდუქტი 1–ლი ოქტომბრიდან ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, ხოლო 2022 წლიდან ევროკავშირის ბაზარზე შევა.

 

 

9. მელიქიშვილზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი კიდევ ერთხელ შეიცვალა

მელიქიშვილზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი კიდევ ერთხელ შეიცვალა. პროექტი, რომელიც 2020 წელს შეთანხმდა, მშენებლობის პროცესის დროს გადაკეთდა.

 

 

10. „თბილისობა“ წელსაც არ გაიმართება

პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up