დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-15 21:00:23

დღის Top 10 საინტერესო ამბავი


1. ვაქცინაციის წასახალისებლად გამყრელიძის უწყებამ მხოლოდ 297 868 ლარი დახარჯა

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი განვითარებულ მსოფლიოსთან შედარებით თითქმის 3 თვით დაგვიანებით, 15 მარტს დაიწყო.  დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ 26%-ია აცრილი, რაც სამიზნე მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლები. ბანერებმა, ვიდეო რგოლებმა და აცრილებისთვის გათამაშებამ შედეგი ვერ გამოიღო, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა.


2. ,,ხომლის უსახელოური“ ლონდონში Hedonism Wines-ის დახლებზე 900 გირვანქა სტერლინგად იყიდება

საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინო „ხომლის უსახელოური“ შუაგულ ლონდონში, მაღაზია Hedonism Wines-ის რჩეული ღვინოების სიაშია. როგორც უნიკალური ღვინის მწარმოებელი თამაზ ომანაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, „უსახელოური“ ინგლისურ მაღაზიაში წარმოდგენილ ახალ ღვინოებს შორის ყველაზე ძვირია. თეთრი ღვინის ფასი 500 ევროს შეადგენს, ხოლო წითელი ღვინო, ასევე ,,უსახელოურის“ ბრენდით, 900 გირვანქა სტერლინგად იყიდება.



3. მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელისუფლებისადმი 4 მოთხოვნა აქვთ

მცირე და საშუალო ბიზნესი ხელისუფლებასთან შეხვედრისთვის მზადაა. მოქნილი საგადასახადო  სისტემა, სესხებზე ხელმისაწვდომობა,  სურსათის უვნებლობის სპეციალური სტანდარტის დაწესება საოჯახო საწარმოებისთვის და სავაჭრო ობიექტებში რეალიზაციის ხელშეწყობა - ეს ოთხი ძირითადი საკითხია, რასაც ,,მეწარმეთა კავშირის“ დამფუძნებელი გოგა ციცქიშვილი საქართველოში სამეწარმეო ბიზნესის მთავარ პრობლემად მიიჩნევს.



4. 10 თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლიურად 23%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია.




5. ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება — თურნავა


ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ეჭვი არ ეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.



6. მაღალი ინფლაციის გამო ეკონომიკური ზრდის გავლენა მინიმალურადაც არ იგრძნობა

ეკონომიკურმა ზრდამ ამჯერადაც მოსახლეობის კეთილდღეობას გვერდი აუარა. ამის მიზეზი მაღალი ინფლაციაა, რის გამოც ეკონომიკური ზრდის პარალელურად ადგილი აქვს შემოსავლების კლებასა და მოსახლეობის გაღარიბებას. პრობლემას კარგად ხედავს ქვეყნის ხელისუფლებაც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ აღიარა კიდეც, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით მდგომარეობა არის რთული და აუცილებელია ინფლაცია დაითრგუნოს


7. პოლონეთს ბელარუსის საზღვრისკენ ტანკები გადაჰყავს - ევროკავშირი მინსკს ახალ სანქციებს უწესებს

ვარშავა ნატო-ს კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს ბელარუსის საზღვართან მიგრანტების კრიზისის განსამუხტად. ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად პოლონეთი ნატო-ს წესდების მეოთხე პუნქტის ამოქმედებას გეგმავს, რაც ბლოკის წევრების ერთობლივი კონსულტაციების გამართვას გულისხმობს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი წევრის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა.



8. ევროკავშირი საქართველოში გაცემულ კოვიდ-სერტიფიკატს აღიარებს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას რამდენიმე მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის აღიარების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 



9. შვეიცარიის ღვინის მუზეუმში ქართულ ღვინოს სპეციალური სივრცე დაეთმობა


საქართველო ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას პანდემიურ პერიოდშიც აქტიურად აგრძელებს. ამ მიზნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ,,ქართული ღვინის ფორუმი“, რომელიც ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე აცხადებს, ღვინის მარკეტინგი კიდევ უფრო გააქტიურდება გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, შვეიცარიაში, სადაც უკვე 2022 წელს ღვინის ეროვნულ მუზეუმში საქართველოს საკუთარი სივრცე ექნება, რაც პოპულარიზაციის მიმართულებით ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯია.



10. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შედეგები

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ფარმაცევტული ბაზრის 2016 - 2020 წლების მონაცემებია გაანალიზებული. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით კვლევის მიზანი მომხმარებლების მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირებაა. თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირებას ამ და სხვა თემებზე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ ისაუბრა.

თეგები:
ტოპ 10 Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up