დღის top 10 საინტერესო ამბავი
1. ქრთამის აღების სიმცირით ათეულში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ კარგად აწყობილ კორუფციულ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ
„რას ვეძახით ქრთამს? ტენდერების დროს რომელიმე კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა არის თუ არა ქრთამი? მიკვირს, რომ საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირით საერთოდ პირველ ადგილზე არ მოხვდა, იმდენად აწყობილია კროუფციული სქემების შეუმჩნევლად გატარების მექანიზმი, იმდენად კარგად და გამოვლენის გარეშე ხდება ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ მთლიანად სისტემაა კორუმპირებული,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელმა ქეთევან ენუქიძემ მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების შეფასებისას ესაუბრა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა.
2. 1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება - „ლიბერთი ბანკის“ განცხადება
საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, რაც გულისხმობს რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.
3. ხუთმა მსხვილმა ბანკმა 197,208,783 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრა - რეიტინგში ლიდერი საქართველოს ბანკია
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, ხუთი მსხვილი ბანკის „საქართველს ბანკის“, „თიბისის“ „ლიბერთი ბანკის“, „ვითიბის“ და „ბაზისბანკის“ მიერ დასაკუთრებულმა უძრავ-მოძრავმა ქონებამ 197,208,783 ლარი შეადგენდა.
4. ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის საიმედოა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ, „S&P”-მ განიხილა და უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უცვლელად დატოვა პერსპექტივა „სტაბილური“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.
5. ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
6. ამანათების ტრანსპორტირებაში 80%-იანი ვარდნა სამედიცინო ინვენტარის გამოწერებმა დააბალანსა
პანდემიის პერიოდში, გამოსაწერად ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი სამედიცინო ინვენტარი აღმოჩნდა. გასაგები მიზეზების გამო, მოთხოვნა პირბადეებზე, თერმომეტრებსა და ანტისეპტიკურ საშუალებებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
7. პირველი აუთლეტ მოლი საქართველოში 2 სექტემბერს იხსნება
საქართველოში პირველი აუთლეტ მოლი იხსნება. მოლში, რომელიც მარშალ გელოვანის N36-ში გაიხსნება, რამდენიმე აუთლეტ ბრენდს გააერთიანებს. ბრენდებს შორისაა ატელიე აუთლეტი, ნავნე, კონტეინერი, ქართველი დიზაინერები.
8. ყირიმთან მიმართებაში ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიმართ საქართველო შეუერთდა - ველოდოთ თუ არა ახალ ემბარგოს მოსკოვისგან
ევროკავშირის საბჭომ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილება 2021 წლის 23 ივლისამდე გააგრძელა. სანქციას კვლავ უერთდებიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, უკრაინა, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია და ნორვეგია.
9. Al Jazeera: გახდება თუ არა თურქეთი რუსეთის კონკურენტი გაზის ბაზარზე?
ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შავ ზღვაში გაზის ახალი მსხვილი საბადოს აღმოჩენის შემდეგ, თურქეთი რუსული გაზის შესყიდვებს შეამცირებს, რაც გაზსადენ „თურქული ნაკადი“-ს ფუნქციონირებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
10. Euronews Georgia დღეიდან მაუწყებლობს
დღეიდან „ევრონიუს საქართველო“, სრულფასოვან ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს. არხი მაყურებელს სთავაზობს დილის, დღისა და საღამოს ახალი ამბების გამოშვებებს უწყვეტ რეჟიმში.