დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი

დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი

access_time2022-02-04 21:00:25

დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი


1. „2022 წელს რეფინანსირების განაკვეთი 2%-ით შემცირდება“ - ეკონომისტი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე შეინარჩუნა. როგორც სებ-ში განმარტავენ, განაკვეთის შენარჩუნების მიზეზი მაღალი ინფლაცია გახდა.



2. ქათმის ხორცი ყველა მწარმოებელმა გააძვირა

ქართულ ბაზარზე ქათმის ხორცის ფასი კატასტროფულად იზრდება. 2021 წელს, წლიურ ჭრილში, ხორცისა და ხორცპროდუქტების ღირებულება თითქმის 12%-ით გაიზარდა. თუმცა ტენდენცია ამით არ შეჩერებულა. ქათმის ხორცპროდუქტები მკვეთრად გაძვირდა იანვარშიც, რის მიზეზადაც ქართველი მეწარმეები გლობალური პროცესის გავლენას, განსაკუთრებით კი ნედლეულის მაღალ ფასს ასახელებენ.



3. Bloomberg-ზე დოლარი 2,97 ლარად ივაჭრება

ლარი გამყარებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 4 თებერვალს თბილისის დროით 12:00 სთ-ზე 1 აშშ დოლარის ღირებეულება 2.97-ს შეადგენს. 3.00-ზე ქვემოთ ოფიციალური კურსი ბოლოს 2020 წლის 9 ივნისს დაფიქსირდა.



4. „საპენსიო საკითხებზე ელისაშვილის გამოსვლები უკვე კომიკურია – მხოლოდ პოპულიზმი ისმის და არანაირი კონკრეტიკა“ – გიორგი კაპანაძე


„ის განცხადებები, რაც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევასთან დაკავშირებით გააკეთა, სამწუხაროდ,  პოპულისტური რიტორიკის გაგრძელებაა, რომელიც მოკლებულია კონკრეტიკას და არ არის ორიენტირებული საკითხის რეალურად გადაჭრაზე“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ ელისაშვილის მიერ „ღამის კურიერისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.




5. საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა 97%-ზე მეტი აუცრელი იყო

საქართველოში კოვიდის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ვირუსს სულ 13 800 ადამიანი შეეწირა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა - 13 415 პაციენტი, ანუ გარდავლილთა 97.2%, აუცრელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლების ანგარიშშია ნათქვამი.



6. ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე Gepherrini საკუთარ კოლექციას წარადგენს

ტყავისა და ტყავის შემცვლელი პროდუქციის დუბაის საერთაშორისო გამოფენაAPLF 2022 დაახლოებით ერთ თვეში გაიმარტება. მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას საქართველოდან სულ რამდენიმე კომპანია, მათ შორის, Gepherrini (,,გეფერინი“)  წარადგენს, რომელიც უცხოურ ბაზარზე უკვე კარგად ნაცნობი ბრენდია. კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე მზად არის ახალი გამოწვევებისთვისაც, რა მოლოდინიც  მას საერთაშორისო გამოფენის მიმართ აქვს.         



7.მაღალი ინფლაცია - გლობალური ფაქტორების თუ სტატისტიკური მონაცემების ფორმირების მეთოდოლოგიის შედეგი

საქართველოში მაღალი ინფლაციის გამომწვევ მთავარ ფაქტორად გლობალური პროცესები სახელდება. ამას აღიარებს მთავრობა და საწინააღმდეგო აზრი არც ექსპერტებს აქვთ, მაგრამ ცალკე აღსანიშნავია მეთოდოლოგია, რამაც ინფლაციური მაჩვენებლების გამოთვლაში დიდი  როლი ითამაშა. კერძოდ, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, თავის დროზე სუბსიდირების მექანიზმის ინფლაციაში გათვალისწინებამ კლება განაპირობა და ახლა პირიქით - იგივე მეთოდოლოგიით ისედაც მაღალი ინფლაცია ხელოვნურად გაიზარდა.



8. ზეთის ფასი მატულობს, მოხმარება - მცირდება

ერთ წელიწადში ზეთი თითქმის 20%-ით გაძვირდა. როგორც იმპორტიორები აცხადებენ, ამ პროდუქტის ფასმა გარკვეულ მაქსიმუმს უკვე მიაღწია და წესით, ფასმა არ უნდა მოიმატოს, თუკი ფორსმაჟორული სიტუაცია არ შეიქმნება. ასეთ საფრთხედ  ,,ალფას“ დამფუძნებელი, ზეთის იმპორტიორი კომპანია ,,ბარაქას“  დირექტორი გურამ ბროძელი გლობალურ პროცესებს მიიჩნევს, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად,  რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელი ომი ან ლარის გაუფასურება.



9. ლარის გამყარება იმპორტირებული პროდუქტის ფასს დაწევს თუმცა ექსპორტისთვის კარგი არ არის

ლარი გამყარებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 4 თებერვალს თბილისის დროით 12:00 სთ-ზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.97-ს შეადგენდა. 3.00-ზე ქვემოთ ოფიციალური კურსი ბოლოს 2020 წლის 9 ივნისს დაფიქსირდა. თუ რა განაპირობებს ლარის გამყარებას და როგორ აისახება ეს იმპორტირებული პროდუქტის ფასებზე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით  ლარის გამყარება შემცირებული მოხმარებით და ტურიზმის ამოძრავებით აიხსნება.



10. პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი და საქართველოს შანსები ახალ სამთა კავშირში გასაწევრიანებლად

საქართველოს 3 თებერვალს დაუგეგმავი ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა ესტუმრა, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა შეხვედრა. პოლონეთი ერთ-ერთია რომელიც უკრაინას ღიად უჭერს მხარს და სიტყვიერ თანადგომასთან ერთად იარაღითაც ამარაგებს, მეტიც ის ბრიტანეთთან და პოლონეთთან ერთად ახალი სამთა კავშირის დამფუძნებელი ხდება. ასეთ სიტუაციაში ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი შემთხვევითი არ უნდა იყოს. კომერსანტი დამატებითი ინფორმაციისთვის რონდელის ფონდის მკვლევარს ზურა ბატიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ფიქრობს, რომ ანჟეი დუდას ვიზიტი შესაძლოა იმის მოსინჯვის მცდელობა ყოფილიყო, თუ რამდენად არის მზად ქვეყანა სამთა კავშირში გასაწევრიანებლად.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up