დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1. საქართველოს რომელი სექტორები და რამდენით იზარალებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით - ექსპერტები
კონფლიქტები, საქართველოს ენერგოდამოკიდებულება თითქმის მთელს რეგიონზე და რუსეთ- თურქეთის ძალთა გადანაწილება - რას კარგავს საქართველო, რა რისკები აქვს ჩვენს ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების, ლოგისტიკისა და ვაჭრობის კუთხით, ამ თემებზე „კომერსანტთან“საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებმა ისაუბრეს.
2. ეროვნული ბანკის ინტერვენციებს შესაძლოა უკუეფექტიც კი ჰქონდეს და ლარი უფრო გაუფასურდეს - ლევან სურგულაძე
საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკის ინტერვენციას სავალუტო ბაზარზე მიმდინარე გაცვლითი კურსის მოძრაობის წარმართვისთვის არ აქვს არსებითი ზეგავლენა.
3. ჩვენი საგარეო ვალი მხოლოდ ბიუჯეტის კი არა, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია
რას ნიშნავს საგარეო ვალი, რის საფუძველზე იღებს და როგორ იხდის ამ ვალს დროთა განმავლობაში თითოეული მოქალაქე, ამ თემებზე კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილა“- ში ისაუბრა.
4. სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი ანაზღაურებული ზარალის მოცულობის მიხედვით
ქართული სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი ანაზღაურებული ზარალების მიხედვით, 2020 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განსხვავებულია. „უნისონმა“ რომელიც გასულ წელს 43,513,855 ლარის ანაზღაურებული ზარალით ლიდერი იყო, წელს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ სასარგებლოდ პოზიციები დათმო. რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს კი „ალდაგი“ და „იმედი L“იკავებს.
5. თუ ლარის კურსი 3.4 ნიშნულს ასცდა, პროდუქციის ფასი გაიზრდება - შარმ ტრეიდინგი
შეაჩერეს თუ არა ქვეყნებმა პროდუქციის წარმოება, გვაქვს თუ არა ქვეყანაში საკმარისი მარაგები და რომელ პროდუქციას ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას - ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის „შარმ-ტრეიდინგის“ დირექტორს ვახტანგ საძაგლიშვილს დაუკავშირდა.
6. ICR ჯგუფი - აქსესუარების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა, მომხმარებელი არჩევანს პირველადი მოხმარების პროდუქტზე აკეთებს
ICR ჯგუფი, რომელიც ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს, გარკვეული ბრენდების დახურვას განიხილავდა. მათ შორის აღმოჩნდა ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდი PARFOIS-იც, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მაღაზია ქართულ ბაზარს არ ტოვებს და მხოლოდ ფილიალების შემცირებით შემოიფარგლება.
7. Die welt: ერდოღანი ყარაბაღში პუტინს უპირისპირდება
პუტინს არ სურს ომი თურქეთთან და მისი ინტერესია სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არსებული მტრობის შენარჩუნება. ამიტომაც, ის იარაღს ორივე მხარეს მიაწვდის. თავის მხრივ ერდოგანი ფსონს დაშინებაზე დებს. ძალისმიერი ჩარევა ყარაბახის კონფლიქტში მისი მხრიდან ევროპისთვის ძალის დემონსტრირება იქნება. უკვე არის ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში თურქეთის მიერ კონტროლირებადი 1000-მდე სირიელი დაქირავებული გამოჩნდა - ამბობენ, რომ ყოველ მათგანს თვეში 2500 დოლარს უხდიან.
8. entrepreneur: 11 საუკეთესო ვებგვერდი დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად
სამსახურის დამოუკიდებლად დასაწყებად საკმაოდ ბევრი სახელმძღვანელო არსებობს, მაგრამ შტატგარეშე თანამშრომლის მაღალანაზღაურებადი პოზიციის მოძებნა, მხოლოდ პოპულარულ პლატფორმებზე რეგისტრირებით არ შემოიფარგლება. უდავოდ მოგიწევთ შთამბეჭდავი პორტფოლიოს შექმნა და მასში წარსულის ყველა პროექტის შეტანა და შესაძლოა, საკუთარი თავის ტესტების საშუალებით გამოვლენაც, თქვენი უნარების დემონსტრირებაც.
9. რა პრობლემებია მოსალოდნელი სომხეთში და აზერბაიჯანში შესაძლო სამხედრო მობილიზაციის პროცესში?
როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს მობილიზებისთვის საკმარისი ადამიანური რესურსები გააჩნიათ - სომხეთს 1,4 მლნ., აზერბაიჯანს კი 3,8 მლნ. ადამიანის მობილიზება შეუძლიათ. თუმცა, შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ნებისმიერმა ქვეყანამ რამდენიმე კითხვას პასუხი უნდა გასცეს.
10. Forbes: ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა Tiffany-სთან გარიგება შეაჩერა
გასულ კვირას კომპანია LVMH-მა, რომელიც ევროპის უმდიდრეს ადამიანს ბერნარ არნოს ეკუთვნის, ამერიკულ Tiffany-სთან შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ფაქტს წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან კე დრიანის გამოსვლა უძღოდა, რომელიც აშშ-ს მხრიდან ფრანგულ პროდუქციაზე მაღალი ტარიფების დაწესებას ეხებოდა. მინისტრმა არნოს გარიგების გადავადება ურჩია, მინიმუმ 2021 წლის 6 იანვრამდე.