დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
1. მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან
„კომერსანტმა“ გაგაცნოთ ამბავი თუ როგორ აღმოჩნდა ყოფილი სამხედრო სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლაში. წლების შემდეგ ივანე კაზაროვი იარაღის ნაცვლად დოკუმენტებით იბრძვის. იმ დოკუმენტებით რომელთა სანდოობა და უტყუარობა წესით ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასმართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლის მიხედვითაც ივანე კაზაროვმა თბილისის მერიას დავა მოუგო.
ეკონომიკა მედიცინის მძევალია, მისი სრულად აღდგენა კი შეუძლებელია, სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, - რადიო კომერსანტის გადაცემაში ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად აკადემიკოსმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ვლადიმერ პაპავამ, პანდემიის პირობებში საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
3. ჩვენ
უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა
„რაც უფრო მეტი კონკურენტი გამოჩნდება ეს ჩვენთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო კარგი იქნება , რადგან ქალაქს ველობილიკებიც ემატება და შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება“ - ასე გამოეხმაურა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის „სქროლის“ ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი ბაზარზე ორი კონკურენტის kicky-ს და „ტრენდის“ გამოჩენას.
მსოფლიო პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა სათამაშო ბიზნესისთვის კრიტიკული აღმოჩნდა. იმ დროს, როცა ბიზნეს გარკვეული სექტორები თანდათანობით აღდგა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, დაწესებულება, სადაც სტუმრების ძირითად ნაწილს ტურისტები შეადგენდნენ ამ დრომდე უფუნქციოდაა.
5. „აგარის
შაქარი ლარის გაუფასურებამ გააძვირა“
გასულ კვირას „აგარის შაქრის“ ღირებულება 75 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 81 ლარი და 40 თეთრი შეადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რატომ გაზარდა ბოლო ერთ თვეში „აგარის შაქარმა“ ფასი, ისარგებლა თუ არა ადგილობრივმა წარმოებამ ბაზარზე შექმნილი არაკონკურენტული გარემოთი.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა გუშინ, 30 სექტემბერს მუშაობა დაასრულა და არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა.გთააზობთ, იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ კანონპროექტს რომელიც 2016 წლიდან დღემდე საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა.
„2012 წლისთვის საქართველო სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო, მას მხოლოდ მექსიკა უსწრებდა. საყოველთაო ჯანდაცვის პერიოდში საქართველოში გაიხსნა 75 ახალი კლინიკა, რომლიდანაც 12 რამდენიმე თვეში დავხურეთ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, ამის შემდეგაც, პირველ ადგილზე გავედით და მექსიკას გავასწარით“,— ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
8. 17 მილიარდი ლარის ხარჯი და 2 მილიარდი ლარის ახალი ვალი - 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ცნობილია
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობა მომდევნო წელს 17,071,432,8 ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია (2020 წლის ხარჯი 15,923,792.9). დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით დაფინანსდება. 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2,496,476.6 ლარს მიაღწევს, რაც დასახარჯად 2021 წელს გადავა.
9. რომელი ჰიპერმარკეტების ქსელი არის აგროპროდუქტების ჩაბარების და რეალიზების ლიდერი
საიტ east.fruit-ს კვლევის თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩაბარების და რეალიზების კუთხით, საუკეთესოა სავაჭრო ქსელი დასახელდა. შეფასება 5 კატეგორიაში ხდებოდა - მათ შორისაა ქსელის პოპულარობა შესაბამისი პროდუქციის ყიდვის კუთხით, მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ტემპები, დამატებით გადასახადების არარსებობა და პარტნიორების დადებითი გამოხმაურება.
10. „ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონულ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო ენერგეტიკაზე დიდ გავლენას მოახდენს“
ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ადმირალი (გადამდგარი) ჯეიმს სტავრიდისი ყარაბაღის კონფლიქტის სამართლიანი მოგვარება ორივე მხარისგან მტკივნეულ კომპრომისებს და უკიდურეს პოზიციებზე უარის თქმას მოითხოვს.