დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-08 21:00:42

დღის Top 10 საინტერესო ამბავი


1.„ეკატერინე ტიკარაძეს თავი საბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჰგონია“ - ლევან კობერიძე

 

„კომერსანტმა“ რამდენიმე დღის წინ გაარკვია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტები მხოლოდ რამდენიმე, ბაზრის მონოპოლურ კლინიკაში გადაჰყავთ. პრობლემის შესახებ იციან საკანონმდებლო ორგანოშიც. „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ტიკარაძის უწყების არაოფიციალური დავალების შესახებ სხვადასხვა წყაროსგან სმენია.


2. „სესხებზე საშეღავათო პერიოდის დასრულება ლარის გაუფასურებას და ინფლაციის ზრდას გამოიწვევს“

 

რა შედეგები გამოიღო 6 თვიანმა სესხების გადავადების პროგრამამ და საჭირო იყო თუ არა შეღავათების გაგრძელება, ამ თემაზე სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.


3. დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის შემდეგ - რა ელის ქართულ-ბრიტანულ სავაჭრო ურთიერთობებს

 

„კომერსანტი“ ბრიტანეთში მოღვაწე კიდევ ერთ ქართველ ბიზნესმენს, ბაჩი გაბუნიას ვაჭრობაზე, ბრიტანეთში ქართული პროდუქციისადმი განსაკუთრებულ მოთხოვნებზე და ბრიტანელი ბიზნესმენების განწყობაზე ესაუბრა.


4. პირველად ისტორიაში - ქართულ ჯარს ქართული შეიარაღება ექნება

 


„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქართული ჯარისთვის დიდგორის 40-ამდე ჯავშანმანქანა შეიძინა — დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები.


5. იმპორტი ძვირდება,ადგილობრივ პროდუქტზე კი ფასი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ხალხს ფული არ აქვს

 

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა, იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ზრდა გამოწვია. პანდემიით მიყენებული ზარალის შემდეგ, ბიზნესის მორიგი გამოწვევა სწორედ ეს აღმოჩნდა. ბიზნესი გამოსავალს პროდუქციის ადგილობრივ წარმოებაში ხედავს.


6. ბიზნესის გარკვეულ სექტორებისთვის სესხები კიდევ ერთხელ გადავადდება


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი წამყვანი ბანკების ხელმძღვანელობასთან ონლაინ შეხვედრა გამართა სადაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საშეღავათო პროგრამების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს და მცირე საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესახებ იმსჯელეს.


7. MYWAY AIRLINES-ის მფლობელი კომპანიის 100%-იან წილს ყიდის

 

კომპანია Georgian Huashun International Industrial Investment Group LTD-ი Myway Airlines-ის 100%-იან წილს ყიდის. უკვე ცნობილია მყიდველიც, ის კომპანია Plus Aviation Investment-ია. მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, გარიგების მოცულობა კი 1,95 მლნ დოლარია


8. პანდემიის დროს საქართველოში 7 იახტა იყიდეს - მინიმალური ფასი 130 ათასი დოლარია

 

იახტების მწარმოებელმა კომპანია Azimut Yachts-მა პანდემიის პერიოდში საქართველოში 7 იახტა გაყიდა. მაშინ, როცა გასულ წელს, საქართველოში მხოლოდ 2 იახტა გაიყიდა. როგორც Azimut Yachts საქართველოს წარმომადგენლობაში განაცხადეს, 2021 წლის გაზაფხულისათვის კიდევ 3 იახტაა შეკვეთილი.


9. ახალგორის კრიზისი - წელიწადზე მეტია, რაც დაბა ჩაკეტილია

 

7 ოქტომბერს ახალგორში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლები რაიონის მოსახლოებას შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა იყო ის, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს -  უკვე წელიწადზე მეტია, რაც რაიონი გარე სამყაროსგან სრულიად იზოლირებულია.


10. პანდემიის დროს მილიარდერების ქონება 27,5%-ით გაიზარდა

 

პანდემიის დროს მილიარდერების ჯამური ქონება 27,5%-ით, 10, ტრლნ.-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Billionaires Insights 2020 ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც შვეიცარიულმა ბანკმა UBS და აუდიტორულმა კომპანია PwC-მა წარადგინეს.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up