დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1.ექსკლუზივი: ეპიდსიტუაცია უმართავია - ამირან გამყრელიძის წერილი კლინიკებს
„კომერსანტს“ სანდო წყარომ ჯანდაცვის სექტორიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორისთვის გაგზავნილი წერილი მიაწოდა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება.
2.„სწრაფს ვერ დავარქმევდით, მაგრამ განვითარება იყო - დეპუტატები 4 წლის წინანდელ დაპირებებზე
„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ამის შესახებ „კომერსანტთან“ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა ლევან ბეჟანიძემ და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა ისაუბრა.
3.„ბიზნესი პრობლემის მოგვარებას ეროვნული ბანკისგან ელის, მაგრამ მცურავი კურსის პირობებში ეს არარეალურია“
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლები მცურავი კურსის არსებობის პირობებში ბიზნესს მოუწოდებენ მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან კი არ ელოდონ პრობლემის მოგვარებას, არამედ გამოძებნონ გზები, რომ თავისი სავალუტო რისკები დააჰეჯირონ.
4.ტური ერთი ლიეტუველი ტურისტისთვის - თბილისში წითელი ტურისტული ავტობუსი დაბრუნდა
17 მარტის შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში ყველასთვის კარგად ნაცნობი ორსართულიანი წითელი ავტობუსები არავის უნახავს, თუმცა ცოტა ხნის წინ city tour-ის ღია ავტობუსი, რომელიც ტურისტებს ემსახურება, კვლავ გამოჩნდა. როგორც ტურისტულ კომპანიაში „კომერსანტს“ განუმარტეს, ისინი ცდილობენ ქართველებისთვისაც მოაწყონ დედაქალაქის ტურები, თუმცა ხშირად, ტურს მხოლოდ ერთი უცხოელისთვის აორგანიზებენ. სააგენტომ რამდენიმე დღის წინ, 30 კაციანი ავტობუსით თბილისი ერთ ლიეტუველ ტურისტს დაათვალიერებინა.
5.მთავრობა ანაკლიაში მიწას ყიდის, რომლის საწყისი ფასი 1 ლარია
სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ანაკლიაში მდებარე 4946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე და დანგრეული შენობა-ნაგებობა 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებებით, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა მითითებული.
6.„რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოში ვერც ღვინის რეალიზებას და ვერც წარმოებას ვერ განავითარებს“ - გიორგი ბოტკოველი
დაეხმარა თუ არა სუბსიდირება მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, რა გამოწვევებია და როგორ გაუმკლავდა პანდემიას სექტორი - რადიო კომერსანტის გადაცემაში - „აგრო სექტორი ალექსი ნონიაძესთან ერთად“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა.
7.სავაჭრო ცენტრი თბილისი ცენტრალი დაიხურა
სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალი” დაიკეტა. სავაჭრო ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. კორონავირუსის შემთხვევები თბილისი ცენტრალსა და ოქროს ბირჟაზე დაფიქსირდა. როგორც ნეტგაზეთს განუცხადეს სავაჭრო ცენტრი ორშაბათს, 12 ოქტომბერს, დილის 9 საათზე გაიხსნება.
8.„ქართულმა ოცნებამ“ 3 კვირაში საარჩევნო ბანერებსა და სხვა ტიპის რეკლამებზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარჯი 1-ელი დან 21 სექტემბრის ჩათვლით, 4 305 178 ლარს შეადგენს, საიდანაც პარტიამ მხოლოდ რეკლამაში 3 197 851 ლარი დახარჯა.
9. სექტემბერში ყველაზე ნაკლები ვიზიტორი თბილისის დიდ სასტუმროებს ჰყავდა
1 ოქტომბრის დასაწყისისთვის დიდი სასტუმროების რეალურმა დატვირთულობამ ზღვისპირეთში 14%, კახეთში 35%, სხვა რეგიონებში 11% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
10.რატომ არ არის ანაკლიის პროექტი ბიუჯეტში ასახული - კობერიძის კითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს
დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. დეპუტატი, ლევან კობერიძე ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტის პროექტისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ 1,5 მლნ ლარია გათვალისიწნებული.