დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-20 21:30:45

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა?  -  ამერიკაში მოღვაწე ექიმები ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში Covid 19-ის სახლის პირობებში მართვის დეტალურ გზამკვლევს ავრცელებენ.


2. მცხეთის მუნიციპალიტეტში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება

რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში,  22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.


3.ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორ აპირებს ოპოზიცია Covid 19-ის დამარცხებას

„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“ - ამ ოთხი პარტიის წარმომადგენლებმა ეკონომიკური აღორძინების სურათი უკვე არაერთხელ წარმოგვიდგინეს, თუმცა პანდემიასთან გამკლავების სტრატეგია გამონაკლისების გარდა კონკრეტულად არავის დაუსახავს.


4. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბანკირის მიმართვა პოლიტიკურ სპექტრს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ბანკირი ექსკლუზიურად „კომერსანტთან“ პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკულ და ევროპულ გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Duetsche Bank, Bank of America, Merrill Lynch) მედიაჰოლდინგს უყვება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პორტ-პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკონომიკური აღმასვლისთვის. კახა ჩარგეიშვილი ხშირად აკეთებს კომენტარს CNN-ზე და მსოფლიოს სხვა წამყვან მედიაჰოლდინგებისთვის.



5. ბიზნესი პრემიერს ამხნევებს - კერძო სექტორმა გახარიას ორი მოთხოვნით მიმართა

ჩვენ შეხვედრის დასაწყისშივე გავამხნევეთ პრემიერი და მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ იყო , ფორმაში იყო და ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის იმიტომ, რომ არაორდინალურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს,“- საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ჟურნალისტებთან ბიზნეს ასოცაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რაც ბიზნესმა დღის წესრიგში დააყენა.

 

6. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტმა ბრიფინგი გაიმართა, სადაც განხილული იყო თუ როგორ აისახება ეს ისტორიული მოვლენები, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე.


7. „m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

„m2 ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი, კუთვნილ ბინებს მიიღებს.


8. Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.

ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთად-ერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.


9. მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.


10. თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!

ღონისძიებები ესაა სფერო, რითაც  შემოსავალს 20-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იღებდა.  თითქოს ჩავარდნილი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონების შემდეგ, სოციალური ივენთების მიმართულება გამოცოცხლებას იწყებდა და წყვილებმა ქორწილებისა და დაბადების დღეების აღნიშვნაც კი  შემოდგომაზე გადაწყვიტეს, მორიგი აკრძალვის შემდეგ ამ ღონისძიებებზე დამოკიდებული თვითდასაქმებულები - ფოტო და ვიდეოგრაფები კვლავ შემოსავლის გარეშე და გადაუხდელი იპოთეკური სესხების პირისპირ დარჩნენ.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up