დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-23 21:00:15

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია,  დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.

 

2. მთავრობის მკაცრი რეკომენდაციით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც აუცილებელია

ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში და ჩვენც მივიღეთ ეს  გადაწყვეტილება - მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარების, განსაკუთრებით იმ ადგილებში, გარეთ, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

3. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაღდი ანგარიშსწორება უქმდება და იკრძალება ფეხზე დგომა - ავტობუსით მგზავრობის ახალი წესები

ხვალიდან, თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი facebook-ის გვერდზე პოსტს აქვეყნებს

 

4. რა უჯდება ბიუჯეტს არჩევნები და პოლიტიკური პარტიების შენახვა?

არჩევნებს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ პროდუქტს თუ მომსახურებას თავისი ფასი გააჩნია. ხარჯი ორგვარია: პირდაპირი, რაც გულისხმობს ბიულეტენების ბეჭდვას, საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ხელფასების გადახდას, სარეკლამო დროს, ტრანსპორტირებას, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას... ასევე პარტიების მხრიდან კამპანიაზე გაწეულ ხარჯებს.


 

5. Fitch-ის ნეგატიურმა პროგნოზმა შესაძლოა ინვესტიციების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფულადი დახმარების შემცირება გამოიწვიოს“

სარეიტინგო სააგენტო Fitch საგარეო ვალს საქართველოს სუვერენული რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ შემზღუდავ ფაქტორად ასახელებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ პანდემიის ფონზე მოზიდული სახსრები ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას ქვეყნისადმი, თუმცა რისკებს უქმნის რეიტინგს. მათი ინფორმაციით, საქართველოს მიერ მოზიდული სახსრები მშპ-ს 7.8%-ს უტოლდება, ეს თანხა კი აღემატება 2020 წლის საჭიროებას რაც რეზერვის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

 

6. ზვიად ციკოლიას საათების ბუტიკის გაძარცვა სცადეს (ვიდეო)

ცნობილი საათების ბრენდი Tsikolia’s Watches-ს მაღაზია დღეს დილით გაძარცვეს. ძარცვის ვიდეომასალა თავად ზვიად ციკოლიამ პირად გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ვიდეოში ჩანს მძარცველები არასრულწლოვნები იყვნენ.

 

7. ''კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის'' - ლილოს ბაზრობის დირექტორი

ყველას ახსოვს საყიდლებზე შეკრებილი ხალხით გადატვირთული რიგები ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. ბევრისთვის ეს ადგილი კრონავირუსის გავრცელების ერთერთი ყველაზე სარისკო ზონაა, მაგრამ ბაზრობის დირექტორის გიორგი კვარაცხელიას თქმით, ბოლო პერიოდში ვაჭრობის შემცირების გამო, ხალხი თავისუფლად გადაადგილდება. მისივე თქმით, ადგილზე მომუშავე ობიექტებისთვის კრიზისული პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის.

 

8. „დღეში ერთი მაგიდა ერთი ერთგული კლიენტისთვის“ - ერეკლე მეორის მოედანი დაცარიელდა

ერეკლე მეორის მოედანზე, სადაც ძველ თბილისს მორგებული 15-ამდე სხვადასხვა ბარი თუ რესტორანი მუშაობდა, დღეს სამამდე ბარია დარჩენილი. ერთერთია ნატურალური ღვინის ბარი „ჯი.ვინო“, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. როგორც ბარის მფლობელი გიორგი აივაზიანი „კომერსანტთან“ ამბობს, დღეს ქუჩა სრულად დაცარიელდა და „ჯი.ვინოს“ ღვინის ბარიც დღეში თითო მომხმარებელს მასპინძლობს.

 

9. ილჰამ ალიევი: ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები კარგი მაგალითია სომხეთისთვის

მშვიდობა მთლიანად შეცვლის ვითარებას რეგიონში - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „ვიმედოვნებ, რომ როდისმე მოვესწრები დროს, როდესაც სამი კავკასიური ქვეყანა ერთმანეთთან ითანამშრომლებს.

 

10. Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს


Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.

საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ ნაშთს იყენებს, რომელიც ჯამურად 1,4 მლრდ. დოლარს შეადგენს.

 

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up