დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-28 21:00:16

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი

„კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა

 

2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

 

3. ლარიზაციიდან საპენსიო რეფორმამდე - ბოლო მოწვევის პარლამენტის ყველაზე საკამათო და განხილვადი ეკონომიკური რეფორმები

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა, სადაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, მუშაობა დაასრულა. 4 წლის განმავლობაში დეპუტატებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კანონი მიიღეს, ნებსით თუ უნებლიეთ ვექტორი მარცნივ გადაიხარა.

 

4. „ტურიზმი როცა აღდგება, ვალებსაც გადავიხდით“ - ჰორეკა სექტორს დისტრიბუტორების 25 მილიონ ლარამდე ვალი აქვს


პანდემიის პერიოდში 21 მარტიდან დღემდე,  რესტორნებისა და სასტუმროების დახურვის გამო,  ჰორეკა სექტორს 25 მილიონ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა დისტრიბუტორების მიმართ. როგორც „კომერსანტთან“ სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი ამბობს სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ ასეთ მასშტაბურ დავალიანებას სექტორი ნამდვილად არ გაურბის და ფრენების და ტურიზმის აღდგენის შემდეგ ეცდება ჰორეკა დაგროვილი ვალის დაბრუნებას.

 

5. „კრედო ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 2-ჯერ გაიზარდა

ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, „კრედო ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ეს მონაცემი 18,973,506 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 9,317,971 ლარი.

 

6. საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.

 

7. პანდემიის პირობებში მოსახლეობა დაბალფასიანი ლუდის მოხმარებაზე გაადავიდა

„მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით ლუდის ბაზარი არ შემცირებულა, გაიზარდა ეკონომ-სეგმენტის მოხმარება. თუ შარშან  მთელი  ეკონომ-სეგმენტი ბაზრის  დაახლოებით  5% იყო , დღეს არის — 20%-ზე,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ესაუბრა.

 

8. მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.

 

9. The Times: ჩინეთი მსოფლიო ბატონობასთან ახლოსაა

“ჩინეთი მსოფლიო ბატონობასთან ძალიან ახლოსაა და ევროპამ ეს ახალი რეალობა კარგად უნდა გაიაზროს” - მიიჩნევს გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი გერჰარდ შინდლერი.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში ბერლინმა პეკინზე სტრატეგიული დამოკიდებულების დონე უნდა შეამციროს და სხვა ზომებთან ერთად 5G-ქსელთან ჩინურ Huawei-ის წვდომა დაუკეტოს.

 

10. ეპიდემიის მეორე ტალღის დროს, ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში 500-კაციან ქორწილებს მართავდნენ - საავადმყოფოები ინფიცირებულთა მატებას ვერ უმკლავდება

გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.

15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების ნახტომისებრი ზრდა დაიწყო. ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობამ 469-ს მიაღწია, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up