დღის Top 10 საინტერესო ამბავი
„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი. მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაც მათი მთავარი დანაპირების მიღწევაზე იყო ორინეტირებული. როგორ წარმოედგინა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რას გეგმავდა მაშინ ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკურ დაპირებას „კომერსანმტმა“ მოუყარა თავი. სხვადასხვა სიმობოლებით ჩვენ გთავაზობთ მმართველი გუნდის განვლილ 4 წელს.
2. ოქროს მოპოვებიდან სასტუმრო ბიზნესამდე - ვინ არის ანაკლიის ახალი ინვესტორი
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიაში სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად ეკონომიკის სამინისტრომ პროგრამის 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს ფარგლებში ინვესტორ კომპანია VM Industries-ს 4 946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.
„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.
4. Glovo vs Wolt- კონკურენცია პროდუქტის ადგილზე მიტანის სისწრაფეშია
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მომხმარებლის ქცევა ონლაინ ვაჭრობის მიმართ შეიცვალა. თუ ადრე მომხმარებელი მიტანის სერვისს ძირითადად საკვებისთვის იყენებდნენ, პანდემიის პერიოდში მომხმარებლის მოთხოვნა სურსათზე, სააფთიაქო პროდუქტზე და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებზე გაიზარდა.
5. მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
„სისტემური ლოკდაუნი სახელმწიფოს მასშტაბით არ იქნება. იქნება წერტილოვანი, დროებითი შეზღუდვები, კონკრეტული მიზნების მისაღწევად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
6. არჩევნების შემდეგ ლარის კურსი 3.40-იან ნიშნულს გადასცდება?!
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ქვეყნის მთავარი ბანკირი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ „ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე დროებითი დაძაბულობაა“.
7. „ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.
8. კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში 20 მილიონი ლარის ღირებულების საგანმანათლებლო სივრცეს აშენებს
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და სკოლის მშენებლობა დაიწყო, ორივე მათგანი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნითა და საცურაო აუზით იქნება აღჭურვილი. კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტების საერთო საცხოვრებლის აშენებაც იგეგმება, რომელიც დაახლოებით 1500 საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტზე და 800 -მდე საშუალო სკოლის მოსწავლეზე იქნება გათვლილი. ინვესტიციის ღირებულება 20 მილიონი ლარია.
9. ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
გერმანიაში ინდექსი DAX — გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.
10. ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა
65-წლის ბილ გეითსი მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ როგორც მილიარდერი, არამედ როგორც წინასწარმეტყველია ცნობილი. მისი პროგნოზების ნაწილი უკვე რეალობად იქცა, ნაწილს კი, სავარაუდოდ, მომავალში ახდება.