დღის Top 10 საინტერესო ამბავი
2020 წლის 4 ნოემბერი, საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს. საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ პანდემიას წარმატებით უმკლავდება, თუმცა განსხვავებულია სურათი, რომელზეც ჯანდაცვის ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საუბრობენ. ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა „საქართველოს კლინიკების ასოციაციაც“
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, ხუთი მსხვილი ბანკის „საქართველს ბანკის“, „თიბისის“ „ლიბერთი ბანკის“, „ვითიბის“ და „ბაზისბანკის“ მიერ დასაკუთრებულმა უძრავ-მოძრავმა ქონებამ 213,622,306 ლარი შეადგენდა.
ბაზარზე ქართული ღვინის ახალი საექსპორტო პოტენციალით მესხური ღვინო ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მესხეთი საქართველოს მეღვინეობის ტრადიციულ მხარედ ითვლებოდა, პოლიტიკურმა პროცესებმა რეგიონში მევენახეობის კულტურა გაანადგურა. წლების შემდეგ მესხეთი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. მესხური ღვინის განსხვავებული გემოვნური თვისებებით ინტერესდება ყველა, ყველაფერი კი 2009 წელს წელს ნათენაძეების ოჯახში დაიწყო.
4. პანდემიის პერიოდში ელექტროტექნიკაზე დეფიციტი შეიქმნა
„საოჯახო ტექნიკაზე მოთხოვნა არ შემცირებულა, მეტიც ამ პერიოდში პროდუქტის დეფიციტიც გვაქვს. მაგალითად, სარეცხ მანქანებზე - „ბეკო“ ვერ ასწრებს პროდუქციის წარმოებას,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ტექნიკის კომპანია „ბეკო“— ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.
ქვეყანა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს - საკანონმდებლო ორგანო სულ მალე ახალი შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას. რომელი სექტორები საჭიროებს რეფორმებს და როგორ უნდა დაკომპლექტდეს ახალი პარლამენტი ? – „კომერსანტი“ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძეს ახალ პარლამენტთან და მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ესაუბრა. მაია სიდამონიძის თქმით, არსებულ მინისტრთა კაბინეტში კომპეტენტური და განათლებული კადრების ნაკლებობაა.
6. “აფეთქდა სადაზღვევო კომპანიების კონტაქტები“ -ინდუსტრია ეპიდემიის მართვაში ჩაერთო
ეპიდემიის მართვაში სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ჩაერთვნენ.სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს,რომ პროცესი სამუშაო ვითარებაში ინდუსტრიამ სახელმწიფოსთან ერთად გაიარა.
7. ლოქდაუნი ქართულ მანდარინის ექსპორტს აფერხებს
კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, მანდარინის ექსპორტიორი კომპანიების საქართველოდან პროდუქციის გატანის საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან. როგორც „აჭარა კეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი კახა შავაძე აცხადებს, მას გლეხებისა და ფერმერებისგან ექსპორტისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვა ამ დრომდე არ დაუწყია.
8. თურქეთმა ტურისტული გადასახადი დააწესა
თურქეთში ჩამსვლელ ტურისტებს ამიერიდან დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ. ახალმა მოსაკრებელმა შესაძლოა კრიზისში მყოფი ტურისტული სფეროს მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.
9. Washington post: ბაიდენი - რუსეთისთვის კარგად ნაცნობი მტერი
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს „კგბ-ს ბანდიტს“, ხოლო ტრამპს „პუტინის ლეკვს“ უწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომაც მოსკოვში კარგად იციან მათთვის ბაიდენის პრეზიდენტობა როგორი იქნება.
10. Die Tageszeitung: იარაღით ხელში - ტრამპისთვის
დამკვირვებლები საუბრობენ შეიარაღებულ ჯგუფებზე, რომლებიც საკუთარ თავს დონალდ ტრამპის არმიად თვლიან. მათი არსებობა დიდ რისკს შეიცავს, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ პირველ დღეებში.