დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-10 21:00:50

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. მთიან ყარაბაღში ომი დასრულდა

დღეს დილიდან რუსეთმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის განლაგება დაიწყო, სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად. ამის შესახებ რუსული სააგენტოები თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან.

 

2. „საქართველომ უნდა გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობა გამოიმუშაოს წყალბადი და არსებული გაზსადენით ის ევროპას მიაწოდოს“ - გიორგი ქობულია

ენერგეტიკული სექტორის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე „კომერსანტთან“ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ისაუბრა.

„ენერგეტიკული სექტორი არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი უპირატესობა, რომელიც გაგვაჩნია, როგორც ქვეყანას’

 

3. ყარაბაღის ამ შეთანხმებით ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია საგრძნობლად სუსტდება

ამით ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რეგიონში დაიკლებს და იქნება ეკონომიკური დანაკარგებიც - ამის შესახებ, ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, თუ შეთანხმების შედეგად კონფლიქტი ნამდვილად ამოიწურა და სომხეთში შიდა დაძაბულობა ფართომასშტაბიან სახეს არ მიიღებს, პარალელურად, უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიის საინვესტიციო მომხიბვლელობის ზრდას.

 


4. საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში შესვლა აეკრძალათ

საფრანგეთის ხელისუფლებამ საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მიმავალ მგზავრთა შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესდა საქართველოდან და ევროკავშირის შენგენის ზონის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის მეტროპოლიაში შესვლაზე.

 

5. „ავერსი ფარმას“ მოგება წინა წლებთან შედარებით 77%-ით შეუმცირდა

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ შპს „ავერსი ფარმას“ 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის საოპერაციო წლის მოგება 77%-ით შემცირდა.

 

6. ``ბიოლი`` ადგილობრივ მომხმარებელს ერგება, მაგრამ ქართველი მაინც ვერ ხვდება ამ ადგილის ფასს - თამაზ მჭედლიძე

სამედიცინო ველნეს კურორტი დაბა კოჯორში „ბიოლი“ , რომელიც თითქმის სრულად უცხოელ მომხმარებელზე იყო გათვლილი, პანდემიის შემდეგ, ქართველების დასვენების სტილზე მორგებას ცდილობს, თუმცა პრემიუმ ხარისხის სერვისებზე კურორტის ხელმძღვანელობამ ფასების განახევრება გადაწყვიტა. როგორ ერგება შიდა ტურიზმს პირველი სამედიცინო ველნესი საქართველოში, ამის შესახებ „კომერსანტს“ Bioli Medical Wellness Resort-ის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ესაუბრა.

 

7. 15 საათი 5-ის ნაცვლად - რა აფერხებს საბორნე გადაზიდვებს ქართული პორტებიდან

მაღალი ტარიფები და საზღვაო ბორნების მოცდენის დიდი დრო  საქართველოში და შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების განვითარებას მნიშვნელვნად აფერხებს. როგორც საქართველოს „სატრანსპორტო კვლევის ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული, საბორნე გადაზიდვების ეფექტიანობას განსაზღვრავს ნავსადგურის მოსაკრებლის ჯამური ოდენობა, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში  5- ჯერ აღემატება ბალტიის ნავსადგურის ანალოგიურ ტარიფებს.

 

8. Glovo-მ საპროტესტო აქციის ტერიტორიაზე შეკვეთების მიტანა შეზღუდა

Glovo-მ საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის რუსთაველის გამზირზე შეკვეთის მიტანა შეზღუდა. როგორც კომპანიის მიერ კურიერებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, პარლამენტის ტერიტორია დროებით აღარ იქნება აქტიურ ზონაში

 

9. ბაიდენმა გაიმარჯვა - ევროპამ შვებით ამოისუნთქა

ევროპამ კოლექტიურად შვებით ამოისუნთქა - ბრიუსელის და ევროკავშირის დედაქალაქების თბილმა რეაქციამ დაადასტურა, რომ ევროპელებს ბაიდენის გამარჯვებაზე მეტად ტრამპის დამარცხება უხარიათ. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ტრამპის პერიოდში ჩრდილოეთ ატლანტიკურ ურთიერთობებში იმდენი რამ შეიცვალა, რომ ძველი რეალობის აღდგენა საკმაოდ რთული იქნება.

 

10. ვაქცინის იმედი და ინვესტორების ოპტიმიზმი -  pfizer-ის დადებითმა შედეგებმა, საბირჟო ინდექსების ზრდა გამოიწვია

ამერიკულ ბირჟებზე ინდექსების ზრდა დაიწყო და ეს დაკავშირებულია ფარმაცევტულ კონცერნ Pfizer-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან იმის შესახებ, რომ კომპანიის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინაამღდეგო ვაქცინამ ცდების მე-3 სტადიაზე 90%-ანი ეფექტურობა აჩვენა.

 


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up