დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-11 21:00:42

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„თუ სახელმწიფო კომპანიების რესტრუქტურიზაცია და პრივატიზაცია მოხდება, ნაკლები ნიადაგი იქნება „ჯიგრული“ სქემებისთვის“ - ინტერვიუ გიორგი ქობულიასთან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „კომერსანტთან“ ინტერვიუში, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებაზე, ენერგეტიკული სექტორის პერსპექტივებზე, სახელმწიფო კომპანიების რესტრუქტურიზაციის აუცილებლობაზე, ანაკლიის პორტის პროექტზე, გაუფასურებულ ლარზე, ინვესტიციებზე, არჩევნებზე და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საუბრობს.


2.პანდემიის დროს მოსახლეობამ წინა წელთან შედარებით 6 მლრდ. ლარით მეტი სესხი აიღო - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

2020 წლის III კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,133,026,176 ლარით გაიზარდა.


3.გაყიდვები განახევრებულია - დატოვებს თუ არა ბაზარს „The North Face“, „timberland“, „Diesel“ და „Dainese“

ოთხ ბრენდის ექსკლუზიური ფრენჩაიზ პარტნიორი საქართველოში „მეგასპორტია“. კომპანიის დირექტორის მოადგილე ბიჭიკო ყელბერაშვილი აცხადებს, რომ „მეგასპორტს“ რთული ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.


4.კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ულტრაიისფერი ნიღბები მალე საქართველოსაც ექნება - თამაზ მჭედლიძე

კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ახალი ტიპის ულტრაიისფერი ნიღბების წარმოებას უკვე ჩინეთში იწყებს. პირველადი წარმოების ნიღბები , რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა „კომერსანტთან“ ისაუბრა, ახლა მხოლოდ უკრაინაში იყიდება, თუმცა პროდუქციის განახლებული და მოდერნიზებული ვარიაცია მალე საქართველოსაც ექნება.



5.ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ერაყი, მოლდოვა - საქართველოდან ავტოექსპორტი უპრეცედენტოდ იზრდება

„ჩვენგან ავტომობლებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, არა მხოლოდ აზერბაიჯანში. რამდენიმე ახალი ბაზარი დაემატა, სადაც ყოველდღე ხდება საქართველოდან რეექსპორტი - ეს არის ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიდი ინტენსივობით ერაყის ბაზარიც გამოირჩევა,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა გიორგი სურგულაძემ განუცხადა.


6.ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ იასპარეზებენ

10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.


7. ICR რესტორნებსაც ხურავს

ICR ჯგუფის დამფუძნებელმა საქმის კურსს 'ტაბლას (ქართული სამზარეულო) და პომოდორისიმოს (იტალიური ) შესაძლო დახურვაზე განუცხადა, რასაც პანდემიის კრიზისის გამო წლის ბოლოს აპირებდნენ, მაგრამ უფრო ადრე მოუწევთ.


8.რესტორნებისთვის „დელივერის სერვისის“ დაშვების გადაწყვეტილება ხარვეზებს შეიცავს

რესტორნებისთვის ე. წ „დელივერის სერვისის“ დაშვების გადაწყვეტილება ხარვეზებს შეიცავს, - განუცხადა ბიზნესპარტნიორს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძემ. მისი განმატებით, პრობლემა ისაა, რომ თუ რესტორანი სამზარეულოს ამუშავებს, ამ შემთხვევაში მომსახურე პერსონალი დილის 05:00 საათამდე უნდა გააჩეროს.


9.24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 2911 ახალი დადასტურებული შემთხვევა

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი.


10.Snob.ru: პუტინმა სომხეთი ჩააბარა

მოკლევადიანი ყარაბაღის ომი არა მხოლოდ მოსკოვის მთავარი მოკავშირის, არამედ პუტინის რეჟიმის მძიმე მარცხით დასრულდა. ამ ჭეშმარიტებას ვერ გადაფარავს რუსული სამთავრობო პროპაგანდა, რომელიც დღეს რუსი ჯარისკაცების მიერ კავკასიაში მშვიდობის მოტანაზე მღერის.






თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up