დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1.„8 წელია საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამა გვაქვს და ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა ვერ ისწავლეს“
„მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამა დეფიციტურია, 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მილიონი ლარი უკვე ათვისებულია. იმისათვის, რომ პროგრამა შეუფერხებლად გაგრძელდეს ჯანდაცვის სამინისტრომ 95 მლნ ლარი დაამატა.
პანდემიის პირობებში ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ბიზნესის მხარდასაჭერად დაანონსებული სქემა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ სავარაუდოდ არამიზნობრივად გაცემულ სახელმწიფო თანხებზე საუბრობს.
2020 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, ასეთია საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზი.
4.საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა
2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
5.სუსტი ლარის პოლიტიკა არ ამართლებს და ბიზნესს ძირს უთხრის
სუსტი ლარის პოლიტიკა საქართველოსთვის მომგებიანი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ უკვე ბიზნესმენებიც ხმამაღლა ალაპარაკდნენ. ეროვნული ბანკის მიდგომას აკრიტიკებენ ანალიტიკოსებიც და აცხადებენ, რომ ამ მხრივ არსებული პოლიტიკა შესაცვლელია.
6.„გაჭირვებით, მაგრამ ვმუშაობთ, ყველა მოვაჭრე ცდილობს ბიზნესი შეინარჩუნოს“ - ლილო მოლი
გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ ახლა პულსი ძალიან არის შესუსტებული. შემცირებულია გაყიდვები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოვაჭრეები ცდილობენ განაგრძონ მუშაობა.
7.„არათანმიმდევრულობამ და გაუაზრებელმა ნაბიჯებმა ხელისუფლების მხრიდან საავიაციო ბიზნესი დააზარალა“
არათანმიმდევრულობა და გაუაზრებელი ნაბიჯები, ეს იყო რეალურად დიდი პრობლემა რამაც ყველაზე მეტად დააზარალა საავიაციო ბიზნესი. თუმცა ამ ტიპის ნაბიჯებმა დააზარალა პანდემიასთან ერთად ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი“- განაცხადა გერლიანმა.
8.საქართველოს 10 ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირებულია
2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 11.1%-ით შემცირდა და $2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას, „საქსტატი“ აქვეყნებს. ქვეყნის 10 ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირებულია. მათ შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა ავტომობილების ექსპორტსა (-39.8%) და ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტში (47%).
9.იციკ მოშე: სჯობს, ენერგია უკვე შემოსული ინვესტორების მხარდაჭერას მოხმარდეს
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე მთავრობის ინიცირებულ უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის ახალ პროგრამას აფასებს.
10.Forbes: Citigroup დოლარის 20%-ით გაუფასურებას პროგნოზირებს
2021 წელს დოლარის კურსი სავარაუდოდ 20%-ით დაეცემა იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, ეს კი საერთაშორისო ვაჭრობას და ეკონომიკურ ზრდას აღადგენს, ასეთია ბანკ Citigroup-ის პროგნოზი. თუ ეს მართლაც მოხდება, ეს 1985 წლიდან დოლარის რეკორდული გაუფასურება იქნება, როდესაც დოლარი 6 მსოფლიო ვალუტასთან წლის მანძილზე 18,5%-ით დაეცა.