დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-24 21:00:28

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მთავრობის ინიციატივას მიესალმება, თუმცა თვლის რომ პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიული და არაკორუფციული გარემო ყოველთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის პრიორიტეტია და ამის შემდეგ აქცევენ ყურადღებას სხვა ბენეფიტებს.


2.„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე

„სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მართვა არ ვიცით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მე ვეძახი საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამას, იყო სრული პროფანაცია. რომელმაც მოიტანა უხარისხო სამედიცინო სერვისი. არავინ ფიქრობდა რისკებზე, არ ხდება დღეს პოსტ დიპლომური განათლების მიღება და კრიზისული მომენტების მართვა. ჩვენი მედიცინა უკან მიდიოდა და ხარისხზე არავინ ფიქრობდა. წინა მინისტრმაც თქვა, რა დროს ხარისხია, ხალხს სერვისი უნდა მივაწოდოთო, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ სურგულაძე საუბრობს.


3.მაია ცქიტიშვილი - ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ გვაქვს

დღეის მდგომარეობით, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


4.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 45 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო


კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გამოირჩევა, ამ სესხებზე მიღებული პროცენტები კი ბანკების შემოსავლის ძირითადი წყაროა.


5.ახალი შეზღუდვებისთვის ქვეყანას დამცავი ბალიშები აღარ აქვს – პაატა ბაირახტარი

“არანაირი დამცავი ბალიშები ეკონომიკისთვის აღარ და ვეღარ­ იქნება. ჩვენ ისინი მაშინ გამოვიყენეთ, როცა გაზაფხულზე უბრალო “ნაკაწრის” გამო გავაჩერეთ ეკონომიკა. დღეს მაშინდელი შეცდომების შედეგს ვიმკით და კრიზისის შემაკავებელი თუ შემარბილებელი საშუალება­ აღარ არსებობს. ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ და ამიტომ გამორიცხავს ლოკდაუნს„,  აცხადებს ბაირახტარი.


6.უკრაინის ავიაბაზარს ახალი მოთამაშე ემატება, Bees Airlines-ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით გეგმავს რეისებს

რამდენიმე კვირაში უკრაინის ავიაბაზარს ახალი მოთამაშე შეემატება. ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airlines-ი ოპერირებას იანვრის დასაწყისიდან შეუდგება.


7.კომპანიების 19% დაიხურა - კვლევის შედეგები

საქართველოში გამოკითხული კომპანიების 19%-მა საქმიანობა შეაჩერა, - ამის შესახებ EBRD-ის და ინვესტორთა საბჭოს მიერ სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგებით ხდება ცნობილი. პანდემიასთან ადაპტაცია ყველაზე მეტად მიკრო ბიზნესს გაუჭიდა და 20%-მა საქმიანობა შეაჩერა, მცირე ბიზნესის შემთხვევაში საქმიანობა გამოკითხულთა 12%-მა შეაჩერა, მსხვილი ბიზნესის კი 11%-მა.


8.„ყოველი პაციენტის მკურნალობა კლინიკაში 250 ლარი, სასტუმროებში კი დაახლოებით 300 ლარი ჯდება“

„ისეთ კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ, რომ თუ არ შევზღუდავთ წერტილოვნად, შეიძლება ეს მდგომარეობა ანუ ჯამურად „ლოკდაუნი“, ბუნებრივად დაგვიდგეს“. ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.


9.„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

ამბობენ, მომავალი წლისთვის ფეხბურთის განვითარების ფონდის პრიორიტეტები იცვლებაო და თუ ეს მართალია, ძალიანაც კარგი. იმ ფულით, რომელიც ჩაიდო ქართულ საკლუბო ფეხბურთში, მივაღწიეთ ერთადერთ რამეს - ეროვნული ჩემპიონატი არ ჩაგვეშალა და ფეხბურთელები კუთვნილ ხელფასს იღებენ. თუმცა ყველგან არა და უცნაურია, რატომ არ ინტერესდებიან ამ საკითხით სამართალდამცავი ორგანოები. სად მიდის ჩვენი ფული? ეს სხვა თემაა და ასე მარტივად გადასაწყვეტი ამბავი სულაც არ გახლავთ.


10.ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგს ომი გამოუცხადეს

კრიპტოვალუტების უკონტროლო მოპოვებამ ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსისტემა ჩამოშალა. სანამ ამინდი თბილი იყო, სისტემა მდგრადობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა, მაგრამ როგორც კი აცივდა და მოსახლეობამ ელექტროენერგიის გამოყენება გათბობისთვის დაიწყო, ვითარება მკვეთრად გაუარესდა.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up