დღის Top 10 საინტერესო ამბავი
1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
2. გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.
3. „ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“
ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს,
4. „ზამთრის სეზონისთვის უცხოელები ნომრებს წელსაც ჯავშნიან - გოდერძის კურორტი სეზონის დაწყებას ელის
აჭარაში, გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე სეზონის დაწყებამდე ორი ახალი სასტუმროს გახსნა იგეგმება, ესენია - „ამბასადორი“ და „ირე პალასი“. თუმცა, როგორც „გოდერძი რეზორტის“ დირექტორი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ არ იყოს სრული ლოქდაუნის მოლოდინი, კურორტი სეზონისთვის მზად არის
5. Mexx-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
ტანსაცმლის ნიდერლადული ბრენდი Mexx-ი, რომელიც პეკინის 25 –ში მდებარეობს საქართველოს ბაზრიდან გადის. ამის შესახებ „კომერსანტს“ Mexx-ის საქართველოს წარმომადგენლობამ დაუდასტურა.
„დღეს ჩვენ გვაქვს გამოვლენილი შემთხვევების 30-35% -იანი ჰოსპიტალიზაციის ჯერ არნახული, არსად გაგონილი, საღი აზრისთვის მიუწვდომელი მასშტაბი. “ - ამის შესახებ განცხადებას აშშ–ში, ჯორჯიის შტატში მდებარე ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორი და ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ავრცელებს. მისი თქმით, ვითარებითან გამოსვლის ერთი ძალიან მარტივი გზა არსებობს, რომელსაც არც ტექნოლოგიური და არც მეცნიერული პოტენციალი სჭირდება, კანდელაკის თქმით, ეს ჰოსიტალიზების შეწყვეტაა.
7. თბილისი-ნიუ-იორკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება
Air Georgia-ს საქართველოში Airbus 330-300 ხომალდის ჩამოყვანის შემდეგ ნიუ-იორკში პირდაპირი რეისის განხორციელების სურვილი აქვს. კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი კოდუა განმარტავს, რომ ხომალდს მსგავსი რეისის განხორციელების ყველა შესაძლებლობა აქვს.
8. სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს
- PWC–ის კვლევა
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.
გასულ კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
10. Forbes: 2020 წელი ავიაციის ისტორიაში ყველაზე ცუდი იქნება
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 2020 წელს დარგის ზარალის პროგნოზი 118,5 მლრდ. დოლარამდე გაზარდა, ჯერ კიდევ ივნისში საუბარი 84,3 მლრდ.-ზე იყო.