დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-08 21:30:15

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ახლა გვჭირდება აგრესიული ხელშეწყობა, თუ ვინმე ინვესტორს რამე იდეა გაუჩნდება, ორივე ხელი უნდა ჩავჭიდოთ და არ გავუშვათ

 

 

საერთაშორისო ორგანიზაცია SOS International-მა უსაფრთხოების ნიშნით,  სხვადასხვა ქვეყნების შეფასების რუკა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის კეთებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნაწილში საქართველო მსოფლიო რუკაზე უკიდურესად მაღალი რისკის მქონე ერთადერთ ქვეყნადაა მონიშნული. ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკის სისუსტე საერთაშორისო თავს კვლევებშიც იჩენს

 

 

2. ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან: „ინტერვენციების პარალელურად რეფინანსირების სესხების მიწოდება აბსოლუტურად ცხადი ლოგიკაა“

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, ინტერვენციები ანუ ლარის ამოღება უცხოური ვალუტის გაყიდვის გზით და მეორე მხრივ, რეფირანსირების სესხების მიწოდება ინდუსტრიისთვის, აბსოლუტურად ცხად ლოგიკას ექვემდებარება.

 

 

3. საქართველოში ორიგინალი იმპორტირებული სათამაშოები აღარ გაიყიდება ?! - რატომ იხურება მეორადი სათამაშოების მაღაზიები

 

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიისა და შეზღუდვების გამო დაზარალებულ და დახურულ ბიზნეს ობიექტებს მალე მთავრობის რეგულაციების გამო დახურული ბიზნესებიც დაემატება. კერძოდ, 2021 წლიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომელიც გულისხმობს, რომ ის მაღაზიები, რომლებიც ბაზარზე ამერიკიდან ან ინგლისიდან მეორადი სათამაშოების იმპორტით არიან დაკავებული ოპერირებას ვეღარ გააგრძელებენ.

 

 


4. „გალერია თბილისისა“ და „პარაგრაფ შეკვეთილის“პროექტების გასხვისების პროცესი ჩაიშალა

 

ინვესტორები „გალერია თბილისით“ და „პარაგრაფ შეკვეთილით“ დაინტერესდნენ, თუმცა პროექტების გასხვისების პროცესი ჩაიშალა. როგორც„კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ განუცხადა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, მრავალმილიონიანი პროექტების გასხვისების პროცესი რამდენიმე წლით გადავადდა.

 

5. ქართულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ „Wizzair“-თან თანაბარ პირობებში ჩაყენებაზე უარი უთხრა

 

„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანიას „air georgia“-ს უნდა დაეწყო ოპერირება. ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუა კომერსანტთან აცხადებდა, რომ პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დღედღეზე შემოვიდოდა, თუმცა დღეს ბიზნესმენი გვეუბნება, რომ პროექტი დაპაუზებულია.

 

 

6. „ბაზარზე არის მოთხოვნა მესამე ადგილობრივ, უფრო მოქნილ და ინოვაციურ მოთამაშეზე“ - „Glovo“-ს და „Wolt“-ს ახალი კონკურნეტი ჰყავთ

 

დაახლოებით ერთი კვირაა, რაც თბილისში,  ახალი საკურიერო პლატფორმა „ელვის სისწრაფით“ გამოჩნდა. როგორ გეგმავს „ელვისი“ ბაზარზე თავის დამკვიდრებას და შეძლებს თუ ქართული კომპანია კონკურნეცია გაუწიოს უკვე ყველასთვის ცნობილ საკურიერო კომპანიებს „Glovo“-ს და „Wolt“-ს.



7. WIZZ AIR-ი საქართველოდან ფრენების აღდგენას 2021 წლის მარტიდან გეგმავს


 

Wizz air-ი საქართველოდან ფრენების აღდგენას 2021 წლის მარტიდან გეგმავს.როგორც დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიაში განმარტეს, გეგმაში იმ 40-მდე მიმართულების აღდგენაა, რომელზეც Wizz air-ი პანდემიამდე დაფრინავდა.

 

 

8. Camille Bloch-ი საქართველოში თხილის წარმოებისა და გადამუშავების 10 მილიონიან პროექტს იწყებს

 

 

2021 წლის იანვარში საკონდიტრო პროდუქციის შვეიცარიული მწარმოებელი Camille Bloch საქართველოში თხილის მოყვანის და გადამუშავების მსხვილ პროექტს იწყებს. საუბარია 10 მლნ. დოლარი ინვესტიციებზე, 650 ჰექტარის პლანტაციის გაშენებაზე და თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე

 

 

9. როგორ უნდა მოიქცეთ თუ სესხის გადავადება გსურთ - „რესტრუქტურიზაციისთვის მიმართვა ნებისმიერ მსესხებელს შეუძლია“


„საბანკო სექტორი ინდივიდუალური მომართვიანობის შემთხვევაში რესტრუქტურიზაციებზე შეთანხმდა,“- ამის შესახებ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის უფრო მეტად არის მზად როგორც საბანკო სექტორი, ასევე სახელმწიფო.

 

 

10. რომელ კრიპტოვალუტებს აქვთ უახლოეს მომავალში ზრდის შანსი - 5 კრიპტოვალუტა

 

ბიტკოინი უკვე 2 კვირის მანძილზე  20 000 დოლარიან ნიშნულს ვერ აღწევს, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, მთავარ კრიპტოვალუტას ზრდის ყველა შანსი აქვს. ამავე დროს ვირტუალური ფულის სამყარო მხოლოდ ბიტკოინით არ შემოიფარგლება - არის კიდევ რამდენიმე საყურადღებო კრიპტოვალუტა, რომელიც ინვესტირებისთვის მომგებიანია.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up