დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-22 21:00:28

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1.ურთულებს თუ არა მუშაობას უნივერსიტეტებს ცვლილებები აკრედიტაციის წესში

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი იცვლება. საკანონმდებლო პაკეტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. მოქმედი რეგულაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაცია აკრედიტაციის განაცხადს წარადგენს თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე.



2.გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის საკითხი განიხილა

გაეროს გენმდივნის მოადგილემ როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს 22 თებერვლის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დონბასში სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი რეგიონების აღიარება არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.



3.მთავრობასთან გარიგებული ინვესტორები და არარსებული სასამართლო - რატომ უარესდება საქართველოს რეიტინგი

The Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 14 პოზიციით ჩემოქვეითდა და 26-ე ადგილზეა. ასეთი მკვეთრი ვარდნა ქვეყანას არცერთი წლის ინდექსში არ ჰქონია. ორგანიზაციის შეფასებით, 0-დან 100-მდე სკალაზე საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების დონე 71.8 ქულით ფასდება, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 77.2 ქულა იყო. საქართველოს შედეგის გაუარესება რეიტინგის შემადგენელ თითქმის ყველა კრიტერიუმში პოზიციის ვარდნას უკავშირდება. 



4.ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება გაიზარდა


იანვარში ელექტროენერგიის გენერაცია 26.9%-ით 1.025 მლრდ კვტ/სთ-მდე, ხოლო მოხმარება 16.2%-ით 1.373 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ესკო ავრცელებს.



5.ქორწილებზე და ქელეხებზე აკრძალვა მოიხსნა, ერთ მაგიდასთან დასაშვები რაოდენობა კი 10 ადამიანამდე გაიზარდა

საკოორდინაციო საბჭომ 22 თებერვალს ახალი გადაწყვეტილებები გამოაცხადა, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, პირველი მარტიდან უქმდება ე.წ. კოვიდსასტუმროები, გარდა  ამისა უქმდება თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ე.წ.  ჟურნალის წარმოება.



6.საქართველოში საბანკო დაკრედიტება 18%-ით, დეპოზიტები კი 11%-ით გაიზარდა

2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საბანკო დაკრედიტება, გაცვლითი კურსის გამორიცხვით, 18%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.



7.სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდის ახალ ტალღას ელიან

სამომხმარებლო ბაზრებზე ფასების ზრდას წელს ვერაფერი შეაჩერებს. ენერგომატარებლების უპრეცედენტოდ გაძვირების გამო ფასის ზრდა თითქმის ყველა პროდუქციაზე არის მოსალოდნელი. ტენდენცია დამახასიათებელი იქნება როგორც გლობალურ, ასევე შიდა ბაზრებზეც. ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლება ლარის გამყარება გახდეს. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ,,კომერსანტთან“ ამბობს, კურსი უნდა დაგვეხმაროს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა არ მოხდეს.



8.ლავროვის უწყებამ განმარტა, რა ფარგლებში აღიარებს ლუგანსკს და დონეცკს

მოსკოვი ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას იმ ფარგლებში აღიარებს, რომელ ტერიტორიებზეც სეპარატისტული მთავრობები აკონტროლებენ და თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ სამშაბათს, 22 თებერვალს განაცხადა.



9.“შეიძლებოდა რომ ეს გადაწყვეტილება 2-3 კვირით ადრე მიეღოთ, თუმცა არც დღეს ყოფილა დაგვიანებული“ - შოთა ბურჯანაძე

საკოორდინაციო საბჭომ 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე თითქმის ყველა მანამდე არსებული კოვიდრეგულაცია გააუქმა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე „კომერსანტთან” საუბარში აღნიშნავს, საკოორდინაციო საბჭოს ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი და ადეკვატური იყო. მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში დარჩენილი მცირედი რეგულაციებიც სრულად მოიხსნება.



10. აზერბაიჯანმა რუსეთთან სამოკავშირეო დეკლარაციას მოაწერა ხელი

მოსკოვში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა სამოკავშირეო დეკლარაციაზე ხელმოწერით დასრულდა. შეთანხმება მხარეებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up