დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-04-07 00:00:19

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1.3, 4 თუ 5% - საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ლაბირინთში

რუსეთ-უკრაინის ომმა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც შეცვალა არსებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. მაშინ, როდესაც საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 6%-იან ზრდაზეა დაგეგმილია, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ერთხმად ამბობენ, რომ ასეთ მაღალ მაჩვენებელს ქვეყანა არათუ მიმდინარე წელს, 2023-შიც ვერ მიაღწევს.



2.სახელმწიფო კლინიკებს ახალი მეთოდით დააფინანსებს – რას ნიშნავს DRG-სისტემა

ჩვენი მიზანი არის ის, რომ იმ სერვისში, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, კლინიკებმა მოქალაქეებს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ და ფასიც ადეკვატური, სამართლიანი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.



3.წყალტუბოს 550 ჰა ტერიტორიის განაშენიანების გეგმას „ბაუ დიზაინი“ 600 000 ლარად მოამზადებს

წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმას ,,ბაუ დიზაინი“ მოამზადებს. გასული წლის 15 იანვარს გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული გამოვლენილია. არქიტექტურულმა და ურბანულმა ბიურომ საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნები დააკმაყოფილა, შესაბამისად ახლა  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელშეკრულების მომზადების პროცესშია. გენერალური გეგმის კონცეფციით განსაზღვრული საკვლევი ტერიტორიის საორიენტაციო ფართობით 550.65 ჰექტარია. განაშენიანების გეგმის შემუშავების სახელშეკრულებო ღირებულება 599 700 ლარია


4.ტურისტული სექტორისთვის ქონების გადასახადის განულება „კოპალას“ 120 000 ლარს დაუზოგავს


სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესისთვის 2021 წელს დაგროვილი ქონების გადასახადის განულებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი ლიბერალური შეღავათი ბევრ ბიზნესს დიდ დახმარებას გაუწევს ახალი პროექტების განვითარებისთვის, ნაწილს კი გაკოტრებისგან დაიცავს.



5.როგორ გაუტოლდა 100 ლარი 20 ლარს

ლარი მიმოქცევაში 1995 წლის ოქტომბერში გაეშვა და არასრულ 27 წელში მან უკვე საკუთარი ღირებულების 80% დაკარგა. რისი შეძენაც ემისიის მომენტში 100 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 500 ლარი სჭირდება, დღევანდელი 100 ლარი კი მსყიდველუნარიანობით მაშინდელი 20 ლარის ეკვივალენტურია.


6.,,ჩირინა“ რუსულ ზეთს ბულგარულით ჩაანაცვლებს – ფასი რეკორდულად გაიზრდება

ქართველმა იმპორტიორებმა ზეთის ბაზრის დივერსიფიცირების მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყეს. კომპანია , ,ჩირინას“  ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე, რომელიც პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომტანია, რუსეთის ბაზრის ალტერნატივად ბულგარეთს განიხილავს, თუმცა დასძენს, რომ პროდუქტის ფასი რადიკალურად შეიცვლება და მინიმუმ, გაორმაგდება.


7.რუსეთის საავტომობილო ბაზარი მარტში 60%–ით დავარდ

ამერიკული, ევროპული და იაპონური მარკების ავტომობილების გაყიდვები რუსეთში მარტში 60%–ით დავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ბიზნესის ასოციაციაზე დაყრდნობით Forbes.ru ავრცელებს. ამის მიზეზს ასოციაციაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში ხედავენ. კერძოდ, ავტომწარმოებელმა გიგანტებმა უარი თქვეს რუსეთში ახალი ავტომობილების შეტანაზე და ამას უკვე არსებულ ავტომობილებზე ფასების რეკორდული ზრდაც დაემატა


8.საქართველოში ყველაზე მეტად ბოსტნეული გაძვირდა

ზედიზედ მეორე თვეა, ინფლაციაში ფასების ზრდის სიდიდით ბოსტნეული და ბაღჩეული პირველ პოზიციაზეა. ამის მიზეზი, გარდა სეზონური ცვლილებისა, წარმოების სიმცირეა, რის გამოც ადგილობრივი პროდუქტი უკვე შემოდგომიდანვე დეფიციტშია.

როგორც აგრარული სფეროს ექსპერტიპროფესორი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, დეფიციტის საფრთხე არ გველის, ქართული პროდუქტი თუ არ არის, აუცილებლად არის იმპორტული, ჩანაცვლების მხრივ არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს. თუმცა, სასურველია, ჩვენი მარაგები გაგვაჩნდეს.



9.Intel–მა რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა

პროცესორების უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა Intel რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.


10.როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება - გიორგი ქადაგიძის მოსაზრება

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ ხდება სანქციების გვერდით ავლა და არის თუ არა ეს შესაძლებელი.

თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up