დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-04-07 23:55:55

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1.სესხის გამცემი სუბიექტების წმინდა მოგებამ 50 მლნ ლარს, ხოლო საკრედიტო პორტფელმა 947 მლნ ლარს გადააჭარბა

2021 წლის მონაცემებით, სესხის გამცემი სუბიექტების წმინდა მოგებამ 50 მლნ ლარს, ხოლო საკრედიტო პორტფელმა 947 მლნ ლარს გადააჭარბა. 


2.ლუკოილი რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აჩერებს

ნავთობპროდუქტების ჭარბწარმოების გამო რუსული ნავთობგიგანტი ლუკოილი ქარხნების გაჩერებას აპირებს. ამის შესახებ kommersant.ru ლუკოილის ხელმძღვანელისა და თანამფლობლის ვაგიტ ალეკპეროვის მიერ რუსეთის ვიცე–პრემიერის ალეკსანდრ ნოვაკისადმი გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს. წერილში აღნიშნულია, რომ ექსპორტის შემცირების გამო კომპანია მაზუთის ჭარბწარმოების წინაშე აღმოჩნდა.



3. PepsiCo რუსეთის ბაზრისთვის სპეციალური სასმელების შექმნას გეგმავს

სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი რუსეთში, PepsiCo, იკვლევს განვითარების შესაძლებლობას სათაო ოფისის გადაწყვეტილების შემდეგ, შეაჩეროს Pepsi, Mirinda და 7UP-ის გაყიდვები ქვეყანაში. განიხილება ახალი პროდუქტების შექმნა სხვადასხვა სახელწოდებით სხვადასხვა შეფუთვით, ასევე ადგილობრივი ბრენდების გაფართოება. 




4.სადაზღვევო სექტორისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო დაზღვევაა

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სადაზღვევო სექტორისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო დაზღვევა აღმოჩნდა.


5.2020 წლის 20 სექტემბრის შემდეგ პირველად, საქართველოში კოვიდით არავინ გარდაცვლილა

6 აპრილს საქართველოში კოვიდით არავინ გარდაცვლილა რაც 2020 წლის 20 სექტემბრის შემდეგ პირველი შემთხვევაა. პიკის დროს 2021 წლის აგვისტო-სექტემბერსა და ნოემბერში დღიურმა სიკვდილიანობამ რამდენჯერმე 80-საც გადააჭარბა. სულ კი ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 16 765 ადამიანი ემსხვერპლა.


6.ავტომობილების ბაზარი შოკიდან გამოდის, სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება - კავკასიის ავტოიმპორტი

ორკვირიანი შოკის შემდეგ საავტომობილო ბაზარი ძალებს იკრებს. დასავლეთ უკრაინის მიმართულებით გარკვეული ძვრები დაიწყო, თუმცა საომარი მოქმედებების დასრულებამდე სიტუაციის გამოსწორებაზე საუბარი ნაადრევია. 


7.რუსეთის ბაზრიდან გასვლით ბრიტანული SHELL $5 მლრდ–ს დაკარგავს

რუსეთის ბაზრიდან გასვლით ბრიტანული ენერგოგიგანტი  Shell  5 მილიარდ დოლარს იზარალებს - ეს მაჩვენებელი მანამდე პროგნოზირებულს აღემატება.  ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით  reuters  ავრცელებს.


8.რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

„ხმათა დიდი უმრავლესობით ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას რუსულ ნავთობზე, გაზზე, ქვანახშირსა და სხვა წიაღისეულ საწვავზე ემბარგოს დაუყოვნებლივ დადების შესახებ“. ამის შესახებ ევროდეპუტატმა გი ვერხოფშტადტმა ტვიტერზე დაწერა.


9.რუსეთს უმუშევრობის გაორმაგება ემუქრება

რუსეთის ფედერაციაში 2022 წელს უმუშევრობა შესაძლოა ორჯერ და მეტად გაიზარდოს და 9%–ს გადააჭარბოს, რაც ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg–ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ამბობენ.


10.რუსული შავი სია ბანკებით შეავსეს

ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სბერბანკსი და ალფა–ბანკი შეიყვანა შავ სიაში. ამერიკის სანქციები უკვე რუსეთის 6 სისტემურ ბანკს მოიცავს, ხოლო არასისტემურების ჩათვლით – 10–

თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up