დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-04-08 23:55:58

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1.„თუ ლარის სისუსტეს ველოდებით, მაშინ დროულია“ - ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მიერ დოლარის შესყიდვაზე

საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვა დაიწყო და 31 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 4.2% დოლარშია ინვესტირებული.


საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თუ ლარის გაუფასურების მოლოდინი არსებობს, მაშინ დოლარის შესყიდვის დაწყება დროული ქმედებაა, თუმცა ეს რამოდენიმე წლის წინ უნდა დაეწყოთ.



2. რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაეზარდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს  1 მლნ ლარი დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია პარასკევს, 8 აპრილს ავრცელებს.



3.რუსული ბანკების ბიზნეს–კლიენტები იუანზე გადავიდნენ

რუსულ ბანკებში იურიდიული პირების ანგარიშებზე ჩინურ იუანში ნაშთების რეკორდული მოცულობა ფიქსირდება. მარტში კომპანიებს დოლარსა და ევროში გახსნილი ანგარიშებიდან თანხები აქტიურად გადაჰქონდათ იუანში, ასევე ახალ ანგარიშებს ხსნიდნენ უშუალოდ ჩინურ ვალუტაში. უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ბიზნესი იძულებულ




4.საქართველოს საერთაშორისო რეზერვები $4 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები იზრდება. ქვეყანას ამ დროისთვის 4.031 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივები (თებერვალში 3,992 მლრდ აშშ დოლარი) აქვს და მათი დიდი ნაწილი 3.542 მილიარდი უცხოური ვალუტის (თებერვალში 3,2 მლრდ აშშ დოლარი) რეზერვები



5.1 ტონა საქონლისა და ღორის გაყინული ხორცი 600 დოლარით გაძვირდა

გაყინული ხორცის იმპორტიორები ადგილობრივ ბაზარზე ფასების მკვეთრ ცვლილებას ელიან. გლობალურ ბაზრებზე ფასმა ამ მიმართულებით საშუალოდ 30-50%-ის ფარგლებში მოიმატა.  ბოლო თვენახევარში 1 ტონა გაყინული ხორცი 600 დოლარით გაძვირდა. კომპანია ,,დუ“–ს დამფუძნებელი, იმპორტიორი დავით გოგიჩაიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ენერგომატარებლების მაღალი ხარჯი ტვირთად დააწვა წარმოებას, რასაც ემატება გაძვირებული ლოგისტიკა



6.შემოწმებული 25 ღვინის კომპანიიდან სერტიფიკატი 6–მა ვერ მიიღო

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2022 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება განხორციელდა ღვინის 25 კომპანიაში, აღებული იყო 83 ნიმუში, სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა 6 კომპანიას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო პარასკევს, 8 აპრილს ავრცელებს.



7. $15–მილიონიანი სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi მაისში გაიხსნება

თბილისში სასტუმრო Golden Tulip Design მაისში გაიხსნება. ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს შიდა სამუშაოები უკვე დასრულებულია.



8.რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 17%–მდე შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ერთდროულად 300 საბაზისო პუნქტით შეამცირა წლიურ 17%–მდე.



9. სალმონელა „ქინდერში“ – ევროპიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე სეს–მა ბაზრიდან Kinder-ის გამოთხოვა დაიწყო


საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ხუთშაბათს, 7 აპრილს მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ. ამის შესხებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.


10 .NATO-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე პესკოვმა კომენტარი გააკეთა

ნატო აგრესიული ხასიათისაა და ალიანსის ნებისმიერი გაფართოებას სტაბილურობა და უსაფრთხოება არ მოაქვს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.

თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up