დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-04-14 23:00:01

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1.თუ ამ ომს ასეთი გავლენა აქვს აშშ-ის ეკონომიკაზე, ცხადია, უფრო მძიმე გავლენა ექნება საქართველოზე - თემურ ბასილია

რუსეთ–უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, დასავლეთის სანქციების გავლენა რუსეთზე, ოკუპანტი ქვეყნის დეფოლტის საფრთხე და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა თემურ ბასილიამ ისაუბრა.


2.დღეიდან „ქარის“ ახალი მიკრო-ელექტრო მანქანები სატესტო რეჟიმში გაეშვა

დღეს, 14 აპრილს,  Qari Electric-ს ახალი მიკრო-ელექტრო მანქანები უკვე ქალაქში გამოჩნდა. ამ ეტაპზე მანქანები სატესტო რეჟიმშია გაშვებული.


3.აზერბაიჯანში ალკოჰოლზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა

აზერბაიჯანში დღეიდან, 14 აპრილიდან, იმპორტულ ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა. ამის შესახებ დადგენილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ერთი თვის წინ, 14 მარტს მიიღო, წერს საინფორმაციო სააგენტო haqqin.az წერს.


4.ფოთის თიზ-ში ნავთობის კოქსის კალცინირების ქარხანა შენდება

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შპს „აზა კარბონი“ ნავთობის კოქსის კალცინირების ქარხნის მშენებლობას გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 340 მლნ დოლარია.




5.„ნატახტარი“ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ბაზრებზე უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის დანაკარგს ითვლის

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ,,ნატახტარს“ უალკოჰოლო ტკბილი სასმელების ექსპორტი შეუმცირდა. დანაკარგის კონკრეტულ ოდენობაზე კომპანიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მონაცემებს ითვლიან, რაც საბოლოოდ მაისში გახდება ცნობილი. გარკვეული გავლენა ამ მხრივ შესაძლოა  რუსეთში შაქრიან სასმელებზე აქციზის დაწესებამაც მოახდინოს, რის შესახებაც რუსული მხარე უკვე ალაპარაკდა. 


6.არსებობს პროექტი და საშუალებები, რომელიც ხელს შეუწყობს საწვავზე ფასების შემცირებას - ნიკა შენგელია

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია საწვავის ფასის ზრდას ეხმაურება და მასშტაბური გაძვირების ნეგატიურ ფაქტორებზე საუბრობს. იმ ფონზე, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმპორტიორებს ფასის შემცირებისკენ მოუწოდებს, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ გამოსავალი  ნაპოვნია და შესაძლებელია ფასების კორექტირება ისე, რომ არც ბიუჯეტი დაზარალდეს,  ბიზნესიც კმაყოფილი იყოს და მომხმარებელიც.


7. ქართულ ტკბილეულს ევროპის წამყვანი ქვეყნები ითხოვენ - „ტკბილი ქვეყანა“

საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი და იტალია ის ქვეყნებია, სადაც ქართული ტკბილეული შეიძლება გავიდეს, მაგრამ ადგილობრივი წარმოება ამისთვის მზად ჯერჯერობით არ არის. მწარმოებლების ინფორმაციით, ევროპაში ქართულ ტკბილეულზე მოთხოვნა დიდია, თუმცა ტექნიკური ბარიერის გამო მიწოდება ვერ ხერხდება.


8.ოთარ შამუგია ამბობს, რომ სურსათის მომარაგების კუთხით საქართველოში შეფერხება არ არის

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არანაირი შეფერხება არ გვაქვს“ -  ამის  შესახებ  საქართველოს  სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ  პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაურა, რითაც საქართველოს სურსათით მომარაგების გარშემო გაჩენილ კითხვებს გამოეხმაურა, მისი თქმით სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროცესზე მუდმივი კონტროლი აქვს.


9.სასტუმრო „ჯორჯია პალასს“ ზღვის სეზონისთვის უცხოური ჯავშნები შეუმცირდა

ზაფხული აჭარაში ყველაზე აქტიური სეზონია, „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ როგორ ემზადება საზღვაო კურორტი ქობულეთი 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის და სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს რუსუდან ცეცხლაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მომხმარებელთა ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა.


10.ბინის ქირაზე მოთხოვნამ იკლო, მაგრამ ფასი არ მცირდება, ბაზარზე ქაოსია

უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ  აჟიოტაჟური მოთხოვნა ჩაცხრა, თუმცა ფასები არ იკლებს, რის გამოც ადგილობრივებს ფართების დაქირავება უჭირთ.  როგორც კომპანია ,,კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს,  ფასების ზრდა  რუსებისა და უკრაინელების მხრიდან მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული, მაგრამ ეს ტენდენცია 2 კვირაზე მეტხანს რეალურად ვერ გაგრძელდა.


თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up