დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-04-18 23:55:34

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1. ეკონომიკის $1 მილიარდიანი დანაკლისი საკომპენსაციო გეგმა - სპეციალისტების რჩევები მთავრობას

„საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის დანაკარგი მიიღოს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ საუბრისას აღნიშნა.


2.3 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ $394 მილიონის შემოსავალი მიიღო, ზრდა 68.1%-ია

2022 წლის მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174,466,980 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3% აღდგენაა. 2021 წლის მარტის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144,924,836 (+490.6%) აშშ დოლარით. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


3.„უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ შუა აზიიდან ტვირთბრუნვის გაზრდას“ - დავით ებრალიძე

„უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ შუააზიური ტვირთების გაზრდას, რაც პირდაპირ კავშირშია ახალი რეგიონული სავაჭრო–ლოგისტიკური ცენტრების განვითარებასთან“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ უთხრა.



4.ტურისტულ კომპანიებს მარტიდან არ გვიმუშავია და ასეა სექტორის უმრავლესობა -,,ტრეფიკ თრეველი“

ტურისტულ კომპანიებს  მიმდინარე წლის მარტიდან განსაკუთრებით გაუჭირდათ. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნა თითქმის არ ყოფილა.  ძირითადად შემოდიან რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც რეალურად არ არიან ტურისტები.




5. FT: მსოფლიო სტაგფლაციის ზღვარზეა

2022 წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა შენელდება და ინფლაციის ტემპი გაიზრდება. სტაგფლაცია პანდემიის შოკიდან ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გამოსულ მთელს მსოფლიოს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ინფორმაციას კვლევებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.



6. სბერბანკის ტოპ–მენეჯერმა რუსეთი დატოვა და აშშ–ში გაემგზავრა

რუსული სბერბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ლევ ხასისი აშშ–ში გაემგზავრა, წერს რუსული გამოცემა „ვედომოსტი“.



7. ხორბლის სათესლე მასალა გაძვირდა - ქართულიც და იმპორტულიც

კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თესლის სიძვირეა. ფერმერების ინფორმაციით, ქართული და იმპორტული ხორბლის სათესლე მასალის ფასმა მოიმატა, რაც საგაზაფხულო სამუშაოებზე ნეგატიურად იმოქმედებს. იმ ფონზე, როცა მინისტრი ხორბლის მოსავლიანობის 30-50 პროცენტიანი ზრდის პერსპექტივაზე საუბრობს, ხალხს რეგიონში თესლის ყიდვის შესაძლებლობაც არ აქვს. ცალკე პრობლემაა ხარისხი, რაც საბოლოოდ საქართველოში წარმოებული ხორბლის მოსავალზეც უარყოფითად აისახება.



8.თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა

„სამშენებლო ობიექტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.



9. “სანამ ქალაქის მერი ვარ, არასდროს დავუშვებთ უკანონო მშენებლობას“ - კახა კალაძე

“ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბოლომდე ჩავყვებით, პირადად მე  ვიქნები დაინტერესებული, რომ სამაგალითოდ  დაისაჯოს ეს კომპანია და კონკრეტული ადამიანები“, -  ამის  შესახებ  თბილისის  მერმა კახა  კალაძემ თბილისი  მუნიციპალიტეტის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რითაც  სამშენებლო კომპანია “მონუმენტმშენის“ მიერ  უკანონო მშენებლობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, არის  შემთხვევები, როდესაც თბილისში  კონკრეტულ ადგილებში და  კონკრეტულ  უბნებში დღესაც  ხვდება  უკანონო  მშენებლობებს და  ეს  კატეგორიულად  მიუღებელია.



10. თურქეთში რუსი ტურისტების ტრანსპორტირებისთვის ავიაკომპანია Southwind იქმნება

თურქეთი ანტალიაში რუსი ტურისტების ტრანსპორტირებისთვის ახალი ავიაკომპანია ქმნის. ახალი ავიაკომპანიის სახელი იქნება Southwind და ის ანტალიის აეროპორტში იქნება ბაზირებული. ცნობილი ხდება, რომ ახალი ავიაგადამზიდავი ოპერირებას მაისის ბოლოდან დაიწყებს

თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up