დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-04-19 23:00:50

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1.ოქროს რეზერვები ბიზნესისა და ინვესტორებისთვის ეკონომიკის სტაბილურობის განცდას იძლევა - საქართველო მთავარი ფინანსური აქტივის გარეშე

ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას საკმარისი ოდენობის საერთაშორისო რეზერვები ჰქონდეს. საქართველოსთვის, როგორც მაღალი დოლარიზაციისა და მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რეზერვების არსებობა განსაკუთრებით აუცილებელია. ეს უფრო მეტად თვალსაჩინო პანდემიის და ომის დროს გახდა.


2.წაქცეული მოსაცდელები და გადაუხდელი იჯარა - რატომ არ ასრულებს „ალმა“ ვალდებულებას

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტობუსის გაჩერებაზე მოსაცდელი წაიქცა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია დაზიანდა. მომხდარის შესახებ თბილისის მერიაში კომენტარისგან დღემდე თავს იკავებენ.



3.რუსეთში ექსპორტი 56%-ით, უკრაინაში კი 94%-ით შემცირდა

მარტში რუსეთში ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-ით $17 მლნ-მდე, ხოლო უკრაინაში 94%-ით $1.8 მლნ-მდე შემცირდა. პირველი 3 თვის ჯამური ექსპორტით კი უკვე მესამე წელია ჩინეთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. იანვარ-მარტში ჩინეთში ექსპორტი გაორმაგდა და $220 მლნ-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.



4.ტურიზმი და ფერმერული მეურნეობა - როგორ შეიძლება განვითარდეს ტურინდუსტრია რეგიონებში

ტურისტული სექტორის წარმომადგენლები პოსტკოვიდურ პერიოდში ტურიზმის აღდგენის ყველაზე მეტი რესურსს ფერმერული მეურნეობების განვითარებაში ხედავენ. ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაც ბაზრის მოთამაშეებს ყველაზე  მეტად ეიმედებათ და აცხადებენ, რომ კრიზისული ვითარების დასაძლევად აგრო და ეკოტურიზმს ჯერჯერობით ალტერნატივა არ აქვს. ტურისტული მეურნეობა „ზებოს“ დამფუძნებელი ზებურ ბოლქვაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ამ მიმართულებით შეიძლება ათვისებულ იქნას ფაქტობრივად ყველა სახის პროდუქცია, ხილ-ბოსტნეულით დაწყებული, მრეწველობის სხვადასხვა სფეროთი დამთავრებული, რაც  ტურისტების მოზიდვის საუკეთესო შესაძლებლობაა.




5.საწვავის იმპორტში გადახდილი ფული იანვარ-მარტში 72%-ით გაიზარდა

იანვარ-მარტში საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით ძვირი, $245 მლნ დაუჯდა, ეს მაშინ როცა, უშუალოდ იმპორტირებული საწვავის მოცულობა მხოლოდ 1.7%-ით 257 ათას ტონამდე გაიზარდა, საიდანაც 135 ათასი ტონა ბენზინი იყო და 122 ათასი ტონა დიზელი.



6.„წყალქვეშა გადამცემი კაბელით ევროპა ქართულ მწვანე ენერგიას მიიღებს“- გიორგი აბრამიშვილ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.



7.კლინიკების ტარიფების დათვლისას ექიმების ხელფასების და კვალიფიკაციის საკითხიც გადასახედია - მარინა ბერაძე

კლინიკების დაფინანსების ახალ სქემის შემუშავების საკითხს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ეხმაურებიან. ორგანიზაცია ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი, ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ტარიფების გადახედვისას აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ექიმების ანაზღაურების და კომპეტენციის საკითხები, რა მხრივაც დიდი პრობლემაა და უმეტეს შემთხვევაში ტარიფების არაგონივრული განაწილება ხდება.



8.„კულამ“ რუსეთსა და უკრაინაში საექსპორტო პროდუქცია სხვა ბაზრებზე გადაანაწილ

„რუსეთ-უკრაინის ომი კულას გაყიდვებზე არ ასახულა, რადგან ამ ბაზარზე დიდად  დამოკიდებულები არ ვყოფილვართ“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანია “კულას” ხელმძღვანელმა ივანე გოგლიძემ უთხრა. მისი თქმით, რუსეთში და უკრაინაში საექსპორტო პროდუქციის მხოლოდ 7-8%  მიდიოდა.



9.სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის მოსაზიდად მიწის საკუთრების საკითხი უფრო ლიბერალური უნდა გახდეს – ეკონომისტი

ფერმერების უმეტესობა შემოსავლების ზრდის შესაძლებლობას მოკლებულია. ამის მიზეზი მცირემიწიანობაა, რასაც პრობლემად მთავრობაც მიიჩნევს და მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამას იწყებს, რაც ამ ადამიანების ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.



10.ჰოსპიტალურ სექტორში კრიზისი მწიფდება – გამოსავალი საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაა

არაკვალიფიციური მენეჯმენტი, საბანკო ვალდებულებები და ცვალებადი ჯანდაცვის პოლიტიკა - ჰოსპიტალურ სექტორში მნიშვნელოვანი რყევებია მოსალოდნელი.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ ბიზნეს კონსულტანტი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე საუბრობს. იგი ამბობს, რომ ჰოსპიტლურ სექტორს შემოსავლის 70-80% სახელმწიფო პროგრამებიდან აქვს, ამ გარანტიით კი  დიდი რაოდენობით სესხია გაცემული. 

თეგები:
top 10 ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up